
ეს წარწერა სიღნარის შეასვლელში გვამცნობს, რომ საქართველოს ყველაზე აყვავებულ ქალაქში შეგიძლიათ დანაყრდეთ სრულიად უფასოდ. ზოგი ალბათ გაიფიქრებს უფასო სმა-ჭამაში ცუდი რა არისო. მაგრამ არა მგონია თავმოყვარე ქართველი თუ არა უკიდურესი გაჭირევება ამ შენობაში შესვლას იკადრებს. მითუმეტეს ტურისტულ "სამოთხეში".
არც იმაში ვარ დარწმუნებული რომელიმე უცხოელ სტუმრას ძალზედ ესიამოვნოს უფასო სასადილოს ხილვა ქალაქის შესასვლელშივე. თავი მხოლოდ იმითი შეგვიძლია დავიმშვიდოთ , რომ წარწერა მხოლოდ ქართულადაა შესრულებული.
იქვე 50 მეტრში განთავსებულია შესანიშნავად გაფორმებული კაფე, სადაც შესვლისთანავე მომსახურე პერსონალმა მომღიმარე სახით გვამცნო რომ, აქ მხოლოდ ფრანგული სამზარეულოს დელიკატესების მირთმევა შეგვეძლო. ამის გამგონემ ჩავიბურდღუნე შუაგულ კახეთში ბაყაყის სუპი და ლოკოკინები ვჭამოთქო და თავჩაღუნული უკან გამოვბრუნდი.
და არც ის მგონია უცხოელები ფრანგული სამზარეულოს გასაცნობად შუაგულ კახეთში ჩამოვიდნენ.
ყველაფერი რომ კარგად არ არის თუნდაც ახლად აღდგენილ სიღნაღში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი სამარშუტო ავტობუსით მგზავრობისას სიღნაღელ ქალბატონთან საუბრისას, რომელიც თვალზე ცრემლმომდგარი გვიამბობდა თუ როგორ ჩამოართვა მთავრომა სიღნარის ცენტრში კერძო საკუთრება.
P.S. გუშინდელი ჩემი სიღნაღში მოგზაურობის შემდეგ კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ ბევრი რამ ამ ქვეყანაში და მათ შორის სიღნაღის პროექტიც პიარ აქციის შემადგენელი ნაწილია.