დღეისათვის მსოფლიო მასშტაბით კატასტროფული ტემპებით ვითარდება ვიდეო სათვალთვალო სისტემები. სად აღარ შეხვდები კამერას: ქუჩაში, ავტობანზე, ბანკებში, ოფისებში, სახლებში...მარცხენა რულიან მანქანებშიც კი

შევეცდები მოკლედ მიმოვიხილო ეს სფერო და განვმარტო ძირითადი ტერმინები:
CCTV - Closed-circuit television
DVR - Digital Video Recorder
DVS - Digital Video Server
PTZ - Pan, Tilt, Zoom
DVR- ი არის მოწყობილობა, რომელზეც მიერთებულია კამერები და შესაბამისად ახდენს მიღებული ვიდეო გამოსახულების ჩაწერას. DVR - ი შეიძლება იყოს 4 , 8, 16 და 32 არხიანი. არსებობს ასევე DVR-პლატები რომლებიც უშუალოდ კომპიუტერში ყენდება.
თითქმის ყველა DVR-ს აქვს RS-485 ინტერფეისი PTZ (მართვადი) კამერების სამართავად. და Alarm In და Relay Out
ხარისხიან და ძვირფას DVR ებს აქვთ როგორც ანალოგური, ასევე VGA გამოსასვლელები. ასევე Ethernet პორტი ქსელური კავშირისთვის.
რაც შეეხება კამერებს: დღეისათვის ძირითადად გამოიყენება ანალოგური კამერები, თუმცა თანდათან ეს უკანასკნელი უკან იხევს და ადგილს უთმობს IP კამერებს, რომელიც მართალია შედარებით ძვირი ღირს, მაგრამ საკმაოდ მოსახერხებელია.
შესაძლებელია კამერის პირდაპირ მონიტორზე მიერთებაც, თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ On-Line რეჟიმში იმუშავებს და შესაბამისად ვერ შეინახავს ვიდეოს.
ეს იყო ზალიან მოკლე და მშრალი ინფო CCTV-is შესახებ. იმედი მაქვს თანდათან ეს თემა გაიზრდება და გასრულყოფილდება