არა, ეკრანი არ ციმციმებს და ზოლებიც არ გასდევს.
ფერები ნორმალური იყო, არ მახსოვს მაგაზე გართულება.
მე ეკრანები დაბალ განათებაზე მიყენია და არც ეს იყო გამონაკლისი.
პიქსელებს რაც ეხება -სტანდარტულად full hd როგორიცაა 24 ინჩზე ისეთია. ანუ იაფი რომ ღირს მაგიტომ უფრო ჩანს პიქსელებიო ტყუილია.
თუმცა უფრო მაღალ რეზოლუციაზე წავედი და ბუნებრივია ნაკლებად შარფი რომ იყო იგრძნობა.
იაფი უფრო იმიტომ ღირს პლასტმასისგან არის გაკეთებული. აწყობის ხარისხის გამო.
თუმცა ეკრანი ერთ ადგილას მედო სულ და ეს პრობლემა არ მიგრძვნია, სამაგრიც იდეალურად მოძრაობს. თუმცა მაინც მშვენიერი ხარისხია, უბრალოდ მასალაა პლასტმასი და ეგ არის. სურათებზეც ჩანს რომ ცარიელი პლასტმასია.
ხო, და კიდევ იმიტომ რომ 2 პორტი აქვს მხოლოდ... და დინამიკები რაც ჩაშენებულია ძაან დაბალი ხმა აქვს
აი, ჰონდა ფიტის ტორპედოსავითაა
საერთო ჯამში ფასში იდეალური მონიტორია ეგეთ რევიუს გავუკეთებდი, თან ბეზელებიც არ აქვს და ეგ ასწორებს ყველაზე მეტად.
პროგრამისტი რადგან ვარ და უფრო მიწევს კირკიტი ტექსტთან 2კ-ზე წავედი და სხვაობა შეამჩნევია.
სხვა მხრივ შეგიძლია შენც გამოწერო - თუ ახალი გინდა.
მეც მანდ ვიყიდე
This post has been edited by Black-White777 on 1 Jan 2020, 10:58