"სპუტნიკს", რომელიც გამოირჩევა თავისი პრო-რუსული ნარატივით და რომელსაც პირდაპირი კავშირები აქვს კრემლთან - "რია ნოვოსტისა" და "რასია სივოდნიას" გავლით - ესტონეთში დახუვა მოუწია. მიზეზი? ადგილობრივმა თანამშრომლებმა ყველამ დატოვა სამსახური. საუბარია როგორც თანამშრომელთა სურვილზე აღარ გაეგრძელებინათ კონტრაქტი პრო-კრემლინურ ძალასთან, ასევე პოლიციასა და უშიშროების ორგანოებზე, რომლებიც მაქსიმალურად უზღუდავდნენ "სპუნტიკს" თავისუფლად ფუნქციონირებას და თანამშრომლებს აფრთხილებდნენ, რომ შესაძლოა მათი რუსეთთან უკანონო კავშირებიც.
ასე მუშაობს ესტონური სახელმწიფო. ხალხი და უშიშროება კრემლს არ გააბატონებს თავის ქვეყანაში.
ესეც წყარო:
https://www.rferl.org/a/russian-news-agency...s-quit/30355321რას ვაკეთებთ ჩვენ?
საქართველოში "სპუტნიკი" დაუბრკოლებლად მუშაობს და საქართველოში ინფორმაციის არამხოლოდ ქართული, არმედ რუსულენოვანი ნაწილიც კი აქვს.
მის საიტზე შესვლისას ორი მთავარი ახალი ამბავია, რომელშიც მარია ზახაროვა - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი - ფიგურირებს.