trendygirl.me
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 8967
წევრი No.: 212353
რეგისტრ.: 7-January 16
|
#55664832 · 3 Jan 2020, 15:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ოკ მოგიყვებით.
სიტუაცია ვითარდება იმერეთში. ერთ პატარა სოფელში.
"ბიჭს" პირობითათ ერქვას ტარიელი, "გოგოს" - ნესტანი.
ესენი იყვნენ კლასელები და ტარიელს მაშინვე მოსწონდა ნესტანი (მამენტ ცუდი გოგო არაა, თეთრი, ოდნავ პუნტულიკა და დაბალი, ცხვირი-სიფათი არაუშავს, ძუძუებიც ადგილზეა. აი ისეთი სტილის ტურფაა, "სიყვარული ყველას უნდა"-ში რო არიან დები), ტარიელიც შესაბამისი ვიზუალის არი. ნესტანს ვინ მოწონდა სკოლაში, არ ვიცი ნამდვილად.
გაიზარდნენ, ცხოვრება ყველას თავისი აქვს, ნესტანი თბილისს წამოვიდა, ჩააბარა ინსტიტუში, რაღაცა ჭ კლასის გამოვიდა, მაგრამ ზარმაცი, უსაქმური და უნიჭო იყო, თუმცა ძალიან კეთილი და პატიოსანი - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ასე რომ, ვაის ვაგლახით, დაამთავრებინეს. ტარიელი ამ დროს ხელით მუშაობდა ხის დეკორატულ ჭრაზე, ჩუქურთმები და რამე, და ძალიან კარგი ნიჭი გამოადგა. იმდენად რო უცხოეთებიდან ქონდა შეკვეთები და ბოლო-ბოლო იქ წავიდა კიდეც.
ასე გავიდა სადღაც 15 წელი, ნესტანიც და ტარიელიც "ზა 30" არიან უკვე. ნესტანი არ გათხოვილა, ნამეტანი არავინც არ ახტებოდა. ტარიელს შეეტენა უჭკუობით 16 წლის გოგო, მაგრამ ორ წელიწადში გაშორდა კიდეც. ხოდა არიან ეს ჩვენი ტურფები ასე, დატრიალდნენ ნათესავები აქეთ იქეთ, ხოდა შაახვედრეს ესენი ერთმანეთს. ტუდა-სუდა, გამომყევი ცოლადო - ტარიელმა. ნესტანს კი დიდად არ უნდოდა (ვაპშე პა ჟიზნი რა უნდოდა, თვითონაც არ იცოდა), მაგრამ სახლშიც გაუტრაკეს და გაყვა.
მოკლედ ცხოვრობენ ერთად, 2 შვილიც ყავთ. ტარიელი უფრო და უფრო გაიქაჩა, ბოლოს უკვე დუბაის ვიღაცა შეიხს უკეთებდა ადგილზე ტოლი კრაოტს, ტოლი ბავშვს, მაგდენი აღარ ვიცი. ფაქტი ისაა რო საქართველოში იყო წელიწადში 1-2 თვე, მეტი ვერა, სულ შეკვეთები ქონდა. ცოლ-შვილს არაფერს არ აკლებდა, ბინა იყიდა თბილისში, ბაკურიანში, ცოლს პრიუსი უყიდა და ასე შემდეგ. ეს ჩვენი ნესტანი არაფერს არ აკეთებდა, სახლში იჯდა, ბავშვები დაყავდა ბაღში და ასე შემდეგ.
ხოდა ერთხელაც, დაბადების დღეზე მიდიოდნენ თუ ზეიმზე სადღაც, ბენზინის ჩასხმა დავიწყებია (ცოტა მოშტეროა, როგორც დავწერე) და მარშრუტკით წავიდნენ, იქ შეხვდა ერთი "ყმაწვილი" ტიპიური ღიპიანი და თავმოტვლეპილი მურთაზი, რომელსაც მოეწონა, ამასაც მოეწონა და მოკლედ რაც ქმარმა დააკლო, ამასთან აანაზღაურა. რა თქმა უნდა, თავისი სიშტერიდან გამომდინარე, ვერ დამალა ვერაფერი და რძალ-დედამთილმა გაუგეს, ვის თოხზეც ხტუნაობდა. დაიბარეს ამისი ქმარი უცხოეთიდან. ისიც ჩამოვიდა და ვახ რა დიეზი ვყოფილვარო, ასე თქვა, ჰოდა გავშორდეთო, თუ გინდა ბავშვებს მე წავიყვანო, თუ გინდა შენთან იყვნენ და შესანახ საშუალებას მე გადავიხდიო. ნესტანს მეორე ვარიანტი მოეწონა, მაგრამ ამ დროს გაჭედა ნესტანას ოჯახმა - მაგან ჩვენ შეგვარცხვინა და მაგას აქ ვერ ვიგუებთო - ჯერ მამამ ცემა, მერე ძმებმა, და ტარიელს შეუთვალეს - ან ამ ქვეყნიდან მოაცილე ეს, ან არ ვიცით რა მოხდებაო. იმასაც შეეცოდა, რაღაცნაირად წაიყვანა ევროპაში და იქ ჩააბარა დევნილად.
ამ ისტორიიდან ყველაზე საწყენი ისაა, რომ ნესტანის ოჯახს ეს ამბავი არ გაუბაზრებია და სამეზობლოში ამბობენ რომ ბავშვები წაიყვანა სამკურნალოდ ევროპაშიო. ანუ, არჩიეს მათი შვილი გადაეხვეწათ სადღაც, უპატრონოდ უყურადღებოდ, ოღონც მეზობლებს არ ეთქვათ - "გივიას გოგო გაბოზდაო".
აი მენტალიტეტიც ამას ქვია.
|