|  #55693010 · 10 Jan 2020, 01:13  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
  (მოფერებით კუკუნი)...... ჟილ დელიოზის - "კონტროლის საზოგადოება" და ადამიანის გაკუკურების ტექნოლოგია.
 ...
 - ალბათ გეხსომებათ ფილმი -"დაკარგული სამოთხიდან"...ლაზარია დაკალი მამალი, ლაზარია ფეხზე ჩექმა გამხადე, ლაზარია ცხენი მომგვარე, ლაზარია იქ გეიქეცი, ეს წეიღე, ის მეიტანეო და ბოლოს - ტკაცანი ლოყაში, რისთვის ბატონოო ... რისთვიის და .. აი რისთვისო - მიუგებს პრისტავი!
 - ის დრო დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა, ლაზარიამ მუტაცია განიცადა და გახდა კუკური. ... კუკურის დიდი ხანია აღარ ჰყავს აღარც ტირანი ბატონი და აღარც პრისტავისა არ ეშინია. უფრო მეტიც, დღეს ხელისუფლებიდან დაწყებული, უამრავი ინსტანცია დგას კუკურის უფლებების სადარაჯოზე და ამ ინსტანციათა პერსონალის ხელფასი მინიმუმ 10-ჯერ მაინც აღემატება კუკურის თვიურ შემოსავალს.
 ...ვინაა და რას წარმოადგენს კუკური?! - კუკურის უმაღლესი განათლება აქვს და თავის საქმის ნამდვილი პროფესიონალია, თუმცა მას სანათესაოში, სამეზობლოში და ფირმის კოლექტივში "პროვოლკების გადამბმელად" იცნობენ. სადღეგრძელოებში მას ყველა ოჯახის წევრად მოიხსენიებს - შენ რომ არ გვყავდე კუკურიო, თუმცა თავისი სასიცოცხლო დროით კუკური ყველა ინსტანციასთან ვალშია. "ინსტანციებიც" არ თვლემენ და დაწყებული სანათესაო-სამეზობლო პერსონალიებიდან, დამთავრებული სამსახურის მენეჯმენტით და საჯარო უწყებებით, ყველა კუკურის ცხოვრებას აკონტროლებს, რათა კუკური არასოდეს არ დაფიქრდეს თავის კუკურობაზე!
 ...ჟილ დელიოზის "კონტროლის საზოგადოება" ფაქტიურად წარმოადგენს ადამიანის გაკუკურების გლობალურ მანქანას, რომლის მიზანია კონტროლირებადი, მუდმივად მუნათში და ვალში მყოფი ინდივიდუუმ - კუკურების კვლავწარმოება...სამძახლო მოსაკრებელს რო თავი გავანებოთ, თქვენ წარმოიდგნეთ ბიჭოლას ტ@@კის უფლებების მოსაკრებელიც ხელფასიდან ექვითება კუკურის!
 ***
 //P.S. ვერ იცანი ბიძაშენი კუკური?! -.ერთს არა ნახამ და არა ჰკითხამ ცოცხალი ხარ თუ არა ძიაო, ანდაც გარაჟში რო გადამწვარი შავ-თეთრი ტელევიზორი გაქვს, იმას მაინც გაგიკეთებო...ლამაზი ქალი და კაი ცხოვრება მოგინდა, ეგრე სადაა კუკური!❗️ //
 
 
 
 --------------------
 
 პადრე რომელიც მოვიდა ადრე |