ექსპერტები მიიჩნევენ რომ საქრთველომ არავითრი განცხადება არ უნდა გააკეთესო არც პროამერიკული არც პროირანულიო:
ირანსა და აშშ-ის შორის სამხედრო კონფრონტაციის შემთხვევაში, დასავლეთს ყურადღება ექნება ახლო აღმოსავლეთზე და არა შავი ზღვის რეგიონზე, სადაც საქართველო მდებარეობს, - ამის შესახებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა, ნიკა ჩიტაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პროცესები სამხედრო კონფრონტაციაში გადაიზრდება, ახლო აღმოსავლეთზე დასავლეთის ყურადღების გადატანის პარალელურად, რუსეთს შესაძლებლობა მიეცემა პოსტსაბჭოთა სივრცეზე საკუთარი გავლენა გააძლიეროს.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობა რუსეთს არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეზე კონტროლის დამყარების მიზნით აწყობს, არამედ ეს ხელს აძლევს მის ეკონომიკასაც.
„დაძაბულობა აწყობს რუსეთს, რადგან ბუნებრივია ირანის გარშემო შექმნილი დაძაბულობა ხელს შეუწყობს მსოფლიო ნავთობზე ფასების ზრდას, ჩვენ ვიცით, რომ ირანი ფლობს ნავთობის უზარმაზარ მარაგებს, ბუნებრივია, გაიზრდება ფასები ნავთობზე. თავის დროზე, 21-ე საუკუნის პირველ დეკადაკში, გახსოვთ, ერაყში დაძაბულობის და ირანის ბირთვული პროგრამის გამო როგორ ავარდა ფასები ნავთობზე და ამის შედეგად, რუსეთის სავალუტო რეზერვებმა 600 მილიარდ დოლარს გადააჭარბა,“- ამბობს ნიკა ჩიტაძე.
ამ პროცესებში, რა თქმა უნდა, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი, არავითარი განცხადება პროამერიკული და მით უმეტეს, პროირანული არ უნდა გაკეთდეს,“- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
03.01.2020 / 13:39აა
ზურაბ ბატიაშვილი - თუ სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, ირანიდან ლტოლვილთა მასების დაძვრაა მოსალოდნელი - განზე მდგომი ვერ ვიქნებით, შეიძლება ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დავდგეთ
„რა თქმა უნდა, სახარბიელო არ არის, რომ ჩვენს რეგიონში ასეთი დიდი დაძაბულობაა, რომელიც შეიძლება დიდ სამხედრო კონფრონტაციაში გადაიზარდოს. ამ შემთხვევაში ქვეყანაში მოსალოდნელია სხვადასხვა სახის საფრთხეები.
ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვართ სამხედრო მონაწილე და ეს კარგია. ერთი მხრივ, აშშ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ვცხოვრობთ რეგიონში, სადაც ირანია და ჩვენს ინტერესებში არ შედის სამხედრო კონფრონტაციის დაწყება. აქ სხვა პრობლემაა, თუ დიდი სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, ჩვენ ამაში ჰუმანიტარული განზომილება გვაქვს. თუ ეს კონფლიქტი დაიწყო, ლტოლვილთა დიდი მასების დაძვრაა მოსალოდნელი, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვეღარ ვიქნებით ვერანაირად განზე მდგომი, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით და შეიძლება დიდი პრობლემების წინაშე დავდგეთ. თუ დიდი მასები დაიძრა საქართველოს მიმართულებით, შეიძლება ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დავდგეთ. ამ დიდ მასებს შეიძლება მოჰყვეს ის, რომ მათ შორის იყვნენ რადიკალური ჯგუფები, რომელთა გარჩევა ძალიან ძნელია. პატარა ჯგუფებს, ჩატაევის რაზმთან დაკავშირებით, რამხელა სირთულე შეიძლება მოჰყვეს, ვიცით.
ლტოლვილთა მიღებაზე ოფიციალურად შეიძლება უარიც განაცხადო, მაგრამ რეალობა ის არის, საქართველოს არ აქვს და არც ძალიან განვითარებულ ქვეყნებს იმის საშუალება, რომ 100%-ით უზრუნველყონ საზღვრის სრული დაცვა. გვინდა - არ გვინდა, ეს პროცესები ლტოლვილთა დაძვრის შემთხვევაში, საქართველოზე აისახება,“- აცხადებს ბატიაშვილი.
ეხლა მთავარია გორჯესტანის დედას მჭიდრო ალიკაპი გაუკეთოს ქოცნებამ თვარა დევიღუპებით მაგან თუ პროირანული რამე მოხია