კულტური განყოფილებაში დავწერე დღეს და აქაც გადმოვიტან . მარჯვენა ჯობია თუ მარცხენა-თქვენთვის მომინდია
თემა იყო -ხმალი ავლესოთ ქართველებო..
საუბარი არ არის ისარზე და მართლა ხმალზე. ხმალი გჭირდება კერძო კოლექციისთვის. ქვეყნის გადასარჩენად კი სწორი სტრატეგიაა საჭირო, სადაც უნდა გაითვალისწინო იდეოლოგია,რწმენა- წინაპრები რისთვისაც იბრძოდა ( და არ აყვე ლიბერალ-წყალსისხლიანებს), სწორი გააზრებული პოლიტიკა ( ევროპას კი არ უნდა ეტენებოდე ან აზიას ან ამერიკას, იცოდე შენი ადგილი -მათ ცენტრში ხარ) -რუსეთს ელაპარაკო იურიდიულ ენაზე. სწორად და კვალიფიცირებულად გამოიყენო საერთაშორისო სამართალი, ამოწიო 1920 წლის ხელშეკრულება და დაგმო 1921 წლის ოკკუპაცია,(მიშას შეცდომები ამ ოკუპაციის დამთავრებამდე მაინც ოკუპანტის კისერზეა) . მოთხოვო მისი შედეგების გამოსწორება. გაეროს კი მოთხოვო გამოასწოროს ლიაპსუსები -გსსრ-ის სამართალმემკვიდრე კი არ ვართ, არამედ დემოკრატიული რესპუბლიკა საქართველოსი. ანუ ოკკუპირებული 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ. -ამ შეცდომების გამოა ახლა ჩიხში რომ ვართ. რუსეთი იურიდიულ საკითხებს გვერდ უვლის, მაგრამ თუ სწორად სეუტევ -ითვალისწინებს და როდესაც სწორი ხარ - მხარდაჭერაც გექნება ადრე თუ გვიან. ახლა ამერიკა ვითომ გიჭერს მხარს , ევროპა მიშას ადანაშაულებს და ხარ ასე გაჭედილი. ოკუპაციის კანონი წავიკითხე -გულზე შემომეყარა. როდის დაიწყო ოკკუპაცია-არ უნდა გაწერო. თუ შენ კანონში ვერ წერ- საერთაშორისო დონეზე რას გაიტან?
ერის გამრავლებას რაც შეეხება სწორად უნდა გამოიყენო ყველა სივრცე -საკუთარი მიწაც და მსოფლიოც. იზრალის ხალხი მოძლიერდა მსოფლიოში და შემდეგ შექმნენ ძლიერი სახემწიფო. იგივე გააკეთა სომხებმა , მართალია ძლიერი ჯერ ვერა მაგრამ მონოეთნიკური -აზერების და ირანის მიერ დაბყრობილ მიწაზე. რუსეთშიც ლობი ყავთ ლავროვის ჯგუფის სახით და ამერიკაშიც/ კი არ ეტენებიან -ყავთ იქ თავისი გავლენიანი ხალხი და მორჩა. კრასნოდარის მხარეშიც დასახლდნენ და მთელი შავი ზღვის სანაპიროს ითვისებენ.
ხმალი უნდა ალესო არა იმისთვის რომ ხმლით დაიბრუნო შენი მიწები. გონიერებით და გულანთებული ვაჟკაცობით. ერთად დგომით.
ეს არ ნიშნავს - ვინმეს წინააღმდეგ და არატოლერანტულობას, პირიქით, მისია უნდა იცოდე შენი რა გაქვს ამ ქვეყანაზე .
ქრისტემ გვასწავლა სიყვარული და სიმართლე. დავდებდი აქ პატრიარქის წუხანდელ ეპისტოლეს.
პატრონობაა ქართველების მისია ! ევრაზიის შუაგულში ვართ და მხოლოდ გულით შეგვიძლია დავიბყროთ დედამიწა.
არა ნაპოლეონის ან ალექსანდრე მაკედონელის გზით. ჩინგისხანის თუ გიტლერის
არამედ პატრონობით და ზრუნვით! გონიერებით და სავსე გულით!
-ეს არის დღეს ჩვენი ხმალი
ვიცი იტყვით -დაჯანგულია და დაფლული
ამოვიღოთ და ავლისოთ!
ჯაჭვის პერანგი - სიწმინდის და სულიერების დაცვაა
საქართველო უნდა ვაქვიოთ არა გეოპოლიტიკურ ცენტრად, არამედ
ცოდნის,კულტურის,სულიერების ცენტარდ ევრაზიის კონტინენტზე,
გაჯანსაღების და ხანდაზმულობის კერათ
იმუნიტეტი უნდა გამოვიმუშაოთ სიბილწის წინააღმდეგ რაც მსოფლიოსთან ურთიერთობის გაღრმავებას მოჰყვება
და დავიცვათ სულისრი და ფაზიკური წონასწორობა -რაც განვითარების მთავარი საწინდარია
დავიცვათ სუფთა წყალი, გამოვასწორით ეკოლოგია, განვავითაროთ ბიო-სოფლის მეურნეობა
კურორტები ავაღორძინოთ , სადაც არ გამოვიყენებთ ქლორირებას(შევცვლით ოზონირებით) ბასეინებს და სამელ წყალს გავამდიდრებთ წყალბადით და სხვა უნიკალურ და ჯადოსნურ რაღაცეებს გავაკეთებთ , რაც ჩვენ ხალხსაც გამოადგება და სხვებსაც . ავტომატიურად ხდები შვეიცარიაც, ლაპარაკის გარეშე
https://1tv.ge/news/saqartvelos-katolikos-p...bao-epistole-3/ This post has been edited by Tornike Alashvili on 7 Jan 2020, 13:42