ბაკურიანში, ე.წ. 25-იანების საბაგიროზე საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი რუბლის გამოყენების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება დაიწყო.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, სუს-ის თავმჯდომარეობით მოქმედმა კომისიამ შესაბამისი პროცედურების განხორციელება მყისიერად დაიწყო.
„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით მოქმედმა, „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა კომისიამ ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად დაიწყო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება.
„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა“, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
https://www.interpressnews.ge/ka/article/58...cieleba-daicqo/„გადაიხდი ლარს და იყიდი რუბლს თავისი ნამგალითა და უროთი“, - დაწერა „ფეისბუკზე“ ბაკურიანში მყოფმა დამსვენებელმა, ანა მარშანიამ. მისი ინფორმაციით, საბჭოთა რუბლი ე.წ. 25-იანების საბაგიროთი სარგებლობისას გამოიყენება.
ძალიან არ მინდოდა ნერვი ამეტოკებინა, მაგრამ, ვინ გაცდის. ბაკურიანში საბაგიროს ბილეთი, თუ წლების განმავლობაში რაღაც ფურცლის ნაგლეჯი იყო, ახლა მიმოქცევაში არც მეტი, არც ნაკლები რუბლი ჩაეშვა. გადაიხდი ლარს და იყიდი რუბლს თავისი ნამგალითა და უროთო, ზვიოზაჩკითა და საიუზ სავეცკიხ სოციალისწიჩესკიხ რესბუბლიკით.
ზრდრასტვიწე, სნოვიმ გოდომ, ცელუიუ.
არ მჯერა
კატასროფულად ბევრმა მომწერა პირადში. არ ვხუმრობ მეგობრებო, სამწუხაროდ რეალობაა. ასევე, თუ ვინმემ კარგად ვერ გაიგო ვაზუსტებ, ლარით ყიდულობ მგზავრობას და ბილეთის, ჟეტონის მაგივრად გაძლევენ რუბლს. უწყვიათ კოხტად, მრავლად...
https://www.radiotavisupleba.ge/a/30366985.htmlმადლობა ანა მარშანიას და სუს, რომ გადაგვარჩინეს საბჭოთა ოკუპაციას

აი ასეთ პეტრიოტ მამულიშვილბზე დგას ნაღდი ეროვნულ ცისფერ ფესვებზე დაფუძნებული ქართული მძლავრი სახელმწიფო
არადა წადი რა შვილო, ისრიალე, ისექსავე, რა ბაკურიანის საბაგიროს ჟეტონებს უყურებ. ვინ გამოგილაყა ტვინი
P.S. არადა სახლში მაქვს ძველი ფულები, მრავალი ქვეყნის. მგონი სსრკ-ს და ნაცისტების დროინდელიც არის. უნდა დავმალო კარგად, მეც არ მომადგეს სუსი და პროკურატურა
This post has been edited by shepherd on 9 Jan 2020, 16:42
Adam_Beyer -კარგით ნუ გვაყვედრით ამ სროლებს, თუ მართლა რამე გაქვთ გაკეთებული არავინ არ გავალდებულებდათ, უბრალოდ ალბათ მართლა ქვეყნის გამო აკეთებდით