დიდი “აფიორა” - აირბალონების შემოწმების ცენტრებში გაზზე მომუშავე მანქანების მძღოლებს ატყავებენ“ავტომობილების აირბალონების შემოწმებაზე დიდი “აფიორა” გაჩაღდა. აკრედიტებული ცენტრები იმაზე მეტ გადასახადს აწესებენ, ვიდრე ახალი ბალონის ღირებულებაა. გამოდის, რომ ცენტრებს თხევად აირზე მომუშავე ავტომფლობელები შეცდომაში შეჰყავთ, რის გამოც, საქართველოს თხევადი გაზის ასოციაციაში მძღოლებმა ათობით საჩივარი შეიტანეს. საქმე ეხება მთავრობის მიერ მე-80 დადგენილებას, რომლის მიხედვითაც პირველი იანვრიდან, აირბალონები 5 წელიწადში ერთხელ უნდა შემოწმდეს. ინსპექტირების ცენტრში კი, მძღოლებს ეუბნებიან, რომ შემოწმება უმოკლეს ვადებში უნდა მოხდეს, ხოლოს საფასური 250 ლარია. ამ დროს სრულიად ახალი აირბალონი 150-200 ლარი ღირს...”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით შემოწმების ცენტრებში გაზზე მომუშავე მანქანების მძღოლებს ატყავებენ / “250 ლარი საიდან მოიტანეს, ამ თანხისას რას აკეთებენ, რეგლამენტში რაღაც სისულელეები წერია”.
“გარდა ამისა, ნებისმიერ აირბალონს, რომელიც ქარხანაშია დამზადებული, ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ისედაც თან ახლავს და მისი ვადაზე ადრე შემოწმება საჭიროებას არ წარმოადგენს და არც რაიმეს გადახდაა აუცილებელი. საქართველოს თხევადი გაზის ასოციაციის თავმჯდომარის ნიკა ხოფერიას განცხადებით, ფასი, რომელსაც აკრედიტაციის ცენტრებში უწესებენ ავტომფლობელებს, არაადეკვატურია და წესით 30-50 ლარის ფარგლებში უნდა მერყეობდეს. “მთავრობის მე-80 დადგენილების მე-5 მუხლის მიხედვით, აირბალონი შემოწმებას ექვემდებარება მისი გამოშვებიდან 5 წლის თავზე, ანუ ექსპლუატაციიდან 5 წლის შემდეგ უნდა მოხდეს მისი შემოწება, ხოლო სისტემა კი, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ უნდა მოწმდებოდეს. საერთოდ, საქართველოში შემოწმება აუცილებელია, მაგრამ ფასი, რომელსაც აწესებენ ტექინსპექტირების ცენტრები, არაადეკვატურია. ასოციაცია მუშაობს მთავრობასთან, რომ საკითხი დარეგულირდეს უმოკლეს ვადაში”, - აცხადებს ხოფერია. ინსპექტირების ცენტრები, რომ თანხებს ბერავენ, ამაზე დაუფარავად საუბრობენ კომპანია “აირბალონში”. ორგანიზაციის წარმომადგენელი ნოდარ რამიშვილი აცხადებს, რომ შემოწმებისთვის ამხელა თანხა საჭირო საერთოდ არ არის და ეს სფერო სრულიად უკონტროლოა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ამხელა გადასახადი საერთოდ არ არის საჭირო. ისეთ რაღაცას აკეთებენ, რომლის მსგავსიც მსოფლიოში არ არსებობს. საიდან მოიგონეს ეს ტექნიკური რეგლამენტი. ვისი შემოქმედებაა ან ვისი მოგონილია? დღეს არც მთავრობას და არც სხვა ვინმეს აინტერესებს ეკოლოგია, ადამიანთა და ტრანსპორტის უსაფრთხოება. ყველა ფულის კეთებაზეა გადასული, გინდა ბუნებრივი გაზი იყოს, გინდა თხევადი, თუ მანქანების ტექნიკური დათვალიერება... 250 ლარი საიდან მოიტანეს, რის მიხედვით ხელმძღვანელობენ და ამ თანხისას რას აკეთებენ, არ ვიცი. მომიტანეს რეგლამენტი, დავიწყე კითხვა და თავი დავანებე, რადგან რაღაც სისულელეები წერია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნოდარ რამიშვილი.
“რუსთავი საერთოდ ფულის კეთების საამქრო გახადეს. თბილისში მგონი ერთი თუ ორი პუნქტია და ქუთაისშიც. ვინ მისცა მათ საერთოდ აკრედიტაცია, რის საფუძველზე შეიქმნა, წარმოდგენა არ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 25 წელია გაზებზე ვმუშაობ, ასეთი რაღაცები არ გამიგია. როგორი არანორმალური ქვეყანა და სახელმწიფოა, ისეთი არანორმალური მთავრობა გვყავს. მხოლოდ ეს სფერო კი არა, ყველაფერი უკონტროლოა. ფულის საამქროებია გახსნილი. თხევადი აირის სისტემის შემოწმების პროცედურები არ ვიცი, ბუნებრივ აირზე კი შემოწმების პროცედურა ჩემი დაწერილია და ზეპირად ვიცი რა და როგორ ხდება. 22 პუნქტია ჩამოთვლილი, ბალონის დათვალიერებიდან დაწყებული, მისი დემონტაჟით დამთავრებული. ბალონის სიმძიმეც გავითვალისწინეთ. თხევადი გაზის ბალონთან შედარებით, ბუნერივი აირის ბალონი 5-ჯერ მძიმეა. ამ პროცედურების გავლა ხელით ხდება და წარმოიდგინეთ რამდენად რთული სამუშაოა. ჩვენ ამ ყველაფერზე 130 ლარი დავაწესეთ. იქ რა ხდება და ამხელა ფასი რატომ არის წარმოდგნა არ მაქვს”, - დაასკვნის კომპანია “აირბალონის” წარმომადგენელი.
“პრობლემებია თავად ავტომობილების ტექნიკურ დათვალერებაზე. თავდაპირველად, არაერთი ხარვეზი გამოვლინდა დაგეგმარების პროცესშიც, დაწყებული საზოგადოების ინფორმირებიდან, დამთავრებული ტექინსპექტირების ცენტრების აკრედიტაციით. “საქართველოს გზების ასოციაციის” ხელმძღვანელი დავით მესხიშვილის განცხადებით, მთლიანად ეს მიმართულება სრულიად დაუხვეწავია, სადაც ბევრი ხარვეზი ვლინდება. “თხევადი გაზის ბალონებისა და სისტემის შემოწმება პირველი იანვრიდან მიუღებელია. ეს პროცესი არის მთლიანად მოუმზადებელი. პირველ რიგში საინფორმაციო კამპანია არ ყოფილა. მეორე მხრივ კი, ცენტრების რაოდენობაც არ არის საკმარისი”, - აცხადებს დავით მესხიშვილი, რომლის თქმით, ამ ეტაპისთვის თბილისში არის მხოლოდ 2 პუნქტი ხოლო ბათუმში საერთოდ არ არის”, - დასძენს გამოცემა.
“ელექტრობაზაც კი არ არის შექმნილი. ვიღაცამ რომ შემოწმება გაიარა, ბაზაშიც კი ვერ ხვდება. რომელი საუკუნეა საერთოდ და რა მეთოდით ხელმძღვანელობენ ესაა გასარკვევი. წესით, უნდა არსებობდეს ელექტრონული პროგრამა, ინფორმაციის იქ უნდა თავსდებოდეს. ესენი კი გასცემენ რაღაც ფურცლებს, რომელიც შეიძლება, ვიღაცამ ადგილზე გააყალბოს კიდეც. რაც შეეხება თანხას, ის შეუზღუდავია განსხვავებით ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირებისგან, სადაც ტარიფი არის ფიქსირებული. ჩვენ გვაქვს ღია ტარიფი რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს, ვინც ინსპექტირებას აკეთებს, დააწესოს, მაგალითად, 400 ანდა 500 ლარი. ვერავინ წინ ვერ აღუდგება და პასუხსაც ვერ მოსთხოვს. ვინაიდან ეს სახელმწიფოს რეგულაციების შედეგად მიღებული ბიზნესია, საჭიროა მთავრობამ დაადგინოს ინსპექტირების ქვედა და ზედა ზღვარი. ერთ დღეს, შესაძლოა, ვინმემ უზარმაზარი თანხა დაადოს და მძღოლმა ინსპექტირების გავლა საერთოდ ვეღარ შეძლოს”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით მესხიშვილი.
https://www.interpressnews.ge/ka/article/58...oxilva-09012020
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი