მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან, რამდენიმე დღე დარჩა
12 იანვარი, 2020
მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვემზადოთ მეორედ მოსვლისათვის. მე გამიგონია ზოგიერთი მორწმუნე ადამიანებისაგან, რომ "ჟამი ახლოს არისო ამბობენო", მაგრამ მე ვიტყვი, რომ, რამდენიმე დღე დარჩა. აი, ამიტომ დავით მეფის სიტყვები მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი, ძალიან აქტუალურია. დავით მეფე იყო უბრალო მწყემსი და მწყემსობიდან ღმერთმა აიყვანა სამეფო ტახტზე. დავითს ახასიათებდა ის, რაც უნდა ახასიათებდეს ყოველ ადამიანს, როგორც წინსვლა, ისე შეცდომები, მაგრამ დავით მეფე ხედავდა თავის შეცდომებს, დავით მეფე განიცდიდა, ამიტომ დასწერა მან შესანიშნავი წიგნი ფსალმუნების "დავითნი". ჩვენ ძალიან გვიყვარს ფსალმუნები და მისი ავტორი დავითი.
ძალიან ბევრს ვიღებთ ჩვენ თავზე, ძალიან დიდი იმედი გვაქვს იმ მეცნიერებისა, კულტურისა, თანამედროვე მიღწევებისა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთის ხელშია. აი, ეს სისწრაფე, რომელიც დღეს არის მსოფლიოში, მეცნიერებაში, კულტურაში, მშენებლობაში, ეს სისწრაფე მეტყველებს იმის შესახებ, რომ უფალი ახლოსაა ჩვენთან
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას თქვა.
http://tbl.ge/4cwy(IMG:
https://img.forum.ge/JOirrieUi_bHQ.jpg)