http://bfm.ge/qutaisshi-mzis-panelebis-warmoeba-iwyeba/ქუთაისში მზის პანელების წარმოება იწყება
October 19, 2018ქუთაისში დამზადებული მზის პანელები ამერიკაში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ევროპაში და, საკუთრივ, საქართველოშიც გაიყიდება
სულ მალე ქუთაისში მზის პანელების წარმოება დაიწყება. პროექტი გერმანული ინვესტიციით განხორციელდება, კერძოდ, მას სათავეში გერმანულ-მექსიკური კომპანია “AE SOLAR” ჩაუდგება, რომელთანაც კონტრაქტი ახლო მომავალში გაფორმდება.
მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა საქართველოში პირველად კეთდება, საწარმო საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე 10 ათას კვადრატილ მეტრზე განთავსდება და წლიურად მინიმუმ 200 მეგავატი სიმძლავრის პანელებს დაამზადებს. ინვესტიცია მრავალმილიონიანია და საწარმოში 100-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ეს ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია, რომელიც ჩვენს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კეთდება, პრაქტიკულად, სიდიდით ხის გადამამუშავებელ და ფეროშნადნობების ქარხანას გაუტოლდება“ – განაცხადა ჰუალინგის თავისუფალი ეკონომიკური ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ.
ქუთაისში დამზადებული მზის პანელები ამერიკაში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ევროპაში და, საკუთრივ, საქართველოშიც გაიყიდება.
ქუთაისში მზის პანელების წარმოება დაიწყება
http://www.bm.ge/ka/article/qutaisshi-mzis...daiwyeba-/1332507.აგვისტო.2017ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მზის პანელების წარმოებაზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. თიზ-ის თავმჯდომარე სოსო ნიბლაძე „საქმის კურსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები წარმოების დასაწყებად ფინანსური რესურსის მოზიდვაზე მიმდინარეობს, როგორც უცხოელ, ასევე ქართველ პარტნიორებთან.
პროექტს გერმანული მზის პანელების მწარმოებელი კომპანია არაბ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. გერმანულმა და არაბულმა მხარემ საქართველოში კომპანია უკვე დაარეგისტრირეს.
გერმანული კომპანია მზის პანელებს ჩინეთში აწარმოებს და მას მსგავსი წარმოების დაწყება სურს ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაშიც. სოსო ნიბლაძე ამბობს, რომ პროექტში ინვესტიციის თავდაპირველი მოცულობა დაახლოებით 3 მილიონი დოლარი იქნება.
პროდუქცია ძირითადად ექსპორტზე იქნება გათვლილი, კომპანიას უკვე ჰყავს პარტნიორები ამერიკაში, მექსიკასა და ევროპის ქვეყნებში, თუმცა რეალიზაცია შესაძლოა რეგიონის ქვეყნებშიც მოხდეს.
ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ამ ეტაპზე 60-მდე კომპანია ოპერირებს, როგორც სამრეწველო-გადამამუშავებელი მიმართულებით, ასევე სავაჭრო მიმართულებით.
..................................................................................................................................
როგორც ჩანს ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აპროექტებს ქარხანას და დროგამოშვებით აწვდის მასალებს