ჩემთვის ვარ საოჯახო კაფეში და მივირთმევ გუფთას, პურით და კომშის კომპოტს ვაყოლებ. ერთ მაგიდიანზე ვარ ჩვეულებრივ. ერთ სკამზე ქურთუკ გადაკიდებული, მეორეზე ჩანთა დადებული და მესამე მეთითონ ვზივარ. ხალხი კანტიკუნტადაა. იდეაში ყველაფერი ნორმალურად არის. ეს დაწესებულება სადაც მე ვარ, ორ განყოფილებიანი (მოკლედ რემონტი გააკეთეს, ფართი მიუმატეს და ის ახალი გაკეთებულში რა ხდება ვერ დაინახავ და თითქოს ცალკეა). ჰოდა შუა სადილის პროცესში ვარ როდესაც ამ ე.წ. მეორე განყოფილებიდან გამოდიან ქერა ტიპები, ჰიპსტერულად საკაიფოდ გამოწყობილები. თვალს წყალი დავალევინე, ვიფიქრე სკანდინავიელი სტუმრები არიან დეგუსტაციას უწევენ ადგილობრივ სამზარეულოს და ანდერგრაუნდულად იქცევიან, რა კაია ჩრდილოეთი იქ ალბათ თოვლია მეც ვიმოგზაურებ და ამ ოცნებებში და მათ თვალიერებაში ამ გოგომ მოძახა აი ლავ იუ ვირდოვო, ჰელ იაჰ - მეთქი, შევეპასუხე მეტი ვერაფერი მოვახარეხე

იქ მისმა მეგობრებმა დაწყნარდიოს პონტში ანიშნეს, თან ეს გოგო ცოტა დახტუნავდა და ეს ესაა გამოაღე კარებს მიუახლოვდნენ რომ გასვლისაც ვიღაც კონსულტანტმა შეფასება სთხოვა ქართულად, ამან ქართულადვე უპასუხა ძალიან ნოყიერი მეთლახი გაქვთო