სააბაზანოს სარკეში ყოველთვის ძალიან ლამაზი ვარ
ადრე მეგონა მარტო ჩემი სააბაზანოს სარკე იყო ჯადოსნური
მერე დავაკვირდი და უმეტესად ასეა
თუმცა ჩემი განსაკუთრებულია
მომწონს-მეთქი ეს ამბავი ვერ ვიტყვი თუ ერთხელ მაინც გამექცა თვალი საკუთარი ანარეკლისკენ რამდენიმე წუთს ვკარგავ
არადა ეგ რამდენიმე წუთი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია