წინასწარ დავწერ რომ გაცვლა მაწყობს მხოლოდ მეორე ან მესამე თაობის i5 პროცესორის მქონე ლეპტოპში. უვინჩესტერო და ოპერატიულის გარეშე თუ იქნება პრობლემა არაა, მთავარია ვიზუალურად არ იყოს შელახული და ეკრანი ნორმალური ქონდეს. სატენი ორიგინალი და კლავიატურა და პორტები უმუშავებდეს ყველა. ჩემ ლეპტოპს ვაფასებ 300 ლარად, ასე რომ, აღნიშნული მონაცემების მქონე ლეპტოპში გაცვლა სავსებით შესაძლებელია (მითუმეტეს თუ ვინჩესტერი და ოპერატიული არ ექნება ლეპტოპს).
ლეპტოპი არის ასუსის ტრანსფორმერი (ლეპტოპი და პლანშეტი ერთად), ასუსის ქარხანაშივე ჩაწერილი ოფიციალური Windows 10-ით, 64 GB SSD-თი, რომელიც არასდროს დაფორმატებულა, შესაბამისად ხარხნული partition-ები აქვს დრაივერების და სისტემის ცალ-ცალკე. თუ Windows-ს დაარესეტებთ, ყველაფერი თავისით დაყენდება და იქნება ისე, როგორც პირველი ჩართვისას იყო. აქვს სენსორული ეკრანი, რაც Windows 10-ში ძალიან მოსახერხებელია სახმარად. არის მეტალის კორპუსით. ძალიან თხელია და მსუბუქი. აქვს თეთრი კლავიატურა, რომელიც სიბნელეში გაცილებით უკეთ ჩანს, ვიდრე შავი კლავიატურა. რაც მთავარია, აქვს IPS ეკრანი. ვინც არ იცით რით განსხვავდება IPS ჩვეულებრივი TN ეკრანისგან, დაგუგლეთ. აქვს პასიური გაგრილება, ანუ ხმა საერთოდ არ აქვს არც ქულერის და არც დისკის (მადლობა SSD-ს). იდეალურად ჩუმი ლეპტოპია. საოფისედ ან სასწავლად არის ზედგამოჭრილი. აქვს ტელეფონის დამტენის ზომის და წონის დამტენი, შესაბამისად წონას უმნიშვნელოდ უმატებს და ტრანსპორტირებისთვის იდეალურია (1.2 კილოა ჯამში დამტენთან ერთად). მოკლედ, მაგარი რაღაცაა რა. მდგომარეობა არის ახალივით.
აქვს მხოლოდ 2 უმნიშვნელო წუნი: 1. კლავიატურა არის AZERTY და არა QWERTY, იმიტომ რომ საფრანგეთშია ნაყიდი და იქ AZERTY განლაგებას იყენებენ. QWERTY რეჟიმში მუშაობს ჩვეულებრივ, უბრალოდ W სადაც წერია იქ A წერია, A სადაც წერია იქ Q... ვინც ზეპირად იცის განლაგება კლავიატურის, არანაირი დისკომფორტი არ შეექმნება ხმარებაში; 2. აქვს 2 ძალიან უმნიშვნელო თეთრი წერტილოვანი ლაქა ეკრანის დაბლითა, მარცხენა კუთხეში. მკვდარი პიქსელები არაა, ჩვეულებრივ ჩანს მაგ წერტილებშიც გამოსახულება. ეს წერტილები მხოლოდ ღია ფონზე ემჩნევა და არის ძალიან წვრილი, შესაბამისად არ ქმნის დისკომფორტს ხმარებაში. სულ ესაა. დეტალური მონაცემები იხილეთ ამ ბმულზე:
T100HAN * * *


This post has been edited by Sabarchmage on 13 Jan 2020, 18:52