კიბო, დიაბეტი, სიმსუქნე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გადამდებია.
კიბო, დიაბეტი, სიმსუქნე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გადამდებია, ამის შესახებ კანადის პერსპექტიული კვლევების ინსტიტუტის (CIFAR) მეცნიერები კვლევაში იუწყებიან.
კვლევაში მეცნიერები აყენებენ ზოგიერთი არაინფექციური დაავადების ადამიანისგან ადამიანზე გადადების ჰიპოტეზას.
მეცნიერების მტკიცებით, აღნიშნული დაავადებების გადადება ჯანმრთელ ადამიანზე შესაძლებელია მიკრობიომის გადაცემით — ადამიანის ორგანიზმში მობინადრე ტრილიონობით მიკროორგანიზმების ერთობლივობით. მიკრობიომში შედიან არამხოლოდ ბაქტერიები, არამედ, სოკოებიც და ვირუსებიც. კვლევისას დადგინდა რომ მიკრობიომის გადაცემა ერთი ორგანიზმიდან მეორეზე შესაძლებელია უშუალო კონტაქტით ან ერთ ოთახში ყოფნით.
მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ერთად მცხოვრები მეუღლეების ნაწლავების მიკროფლორა თითქმის ერთნაირია. შემდეგ მათ შეადარეს ავადმყოფი ორგანიზმის მიკრობიომი ჯანმრთელი ორგანიზმის მიკრობიომს. შედარებისას დადგინდა, რომ ავადყოფის მიკრობიომი მნიშვნელოვნად განსხვავდება ჯანმრთელი ადამიანის მიკრობიომისგან. საკუთარი ჰიპოტეზის შესამოწმებლად მეცნიერებმა ჯანმრთელ თაგვს მსუქანი თაგვის მიკრობიმოი გადასდეს. ექსპერიმენტის შედეგად, თაგვი რომელიც მანამდე ჯანმრთელი იყო, დაიწყო წონის მატება და სიმსუნეში გადავიდა.
https://wize.life/news/gesundheit/108554/vo...t_21012020_1450