საფრანგეთი მიიჩნევს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრობა ევროკავშირში გაწევრიანებას არ გულისხმობს. ამის შესახებ საუბარია საფრანგეთის მთავრობის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ ორ დოკუმენტში, რომლებიც 2019 წლის ოქტომბრითა და 2020 წლის იანვრით თარიღდება. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
როგორც ირკვევა, საფრანგეთმა ბრიუსელში აღნიშნული დოკუმენტები იმ საკონსულტაციო პროცესის ფარგლებში გააგზავნა, რომელიც ევროკომისიის ინიციატივით დაიწყო. ეს პროცესი მარტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი პერსპექტივის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებით უნდა დასრულდეს.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, საფრანგეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრობა ევროკავშირში გაწევრიანებას არ გულისხმობს. ამასთან პარიზის მოსაზრებით, პროგრამის დაფინანსების ნახევარზე მეტი გარემოსდაცვით ინიციატივებში უნდა დაიხარჯოს.
„ჩვენმა პასუხისმგებლობამ კოლექტიურად უნდა დაგვიცვას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრებში ილუზიების გაღვივებისგან“, – აცხადებს საფრანგეთის მთავრობა.
ამასთან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ „დაფუძნებულია ეკონომიკურ და პოლიტიკურ თანამშრომლობაზე“, თუმცა გამორიცხავს „ევროკავშირში ინტეგრაციისა ან გაწევრიანების ყველა პერსპექტივას ან მექანიზმს“.
„პროგრამის მიზანია, ჩვენი პარტნიორების მდგრადობის განმტკიცება, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში. კორუფციასთან ბრძოლასა და ეკონომიკის მოდერნიზაციაში“, – ნათქვამია დოკუმენტში.
„რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში ევროკავშირის დიპლომატმა, რომლის ვინაობასაც გამოცემა არ ამხელს, განაცხადა, რომ „პარიზს არ სურს, სამეზობლოში ისეთი რამის გაკეთება, რაც პოტენციურად გაანაწყენებს მოსკოვს“.
ამასთან ერთად საფრანგეთი ითხოვს, რომ დამტკიცდეს ე.წ. „მწვანე დღის წესრიგი“, რომელიც ბრიუსელში, ივნისში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე უნდა დამტკიცდეს.
„ჩვენი საერთო მიზანი არის კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა, რაც გულისხმობს „მწვანე შეთანხმების“ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრებზე გავრცელებას“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ევროკავშირმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამა 2009 წელს წამოიწყო. პროგრამის მონაწილეები არიან საქართველოს, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელარუსი.
https://1tv.ge/news/radio-tavisuflebis-cnob...ar-guliskhmobs/სამაგიეროდ ზალკალიანი ამტკიცებს, კბილებით გვიჭირავს ელჭპიტის მთავარი უფლებებიო
მგონი სიამოვნებს ამ დაქნეულებს ეს ყველაფერი. თქვე ჩემისებო, მაინც ყველა ზედ გიშვებათ ევროპაში და ამერიკაში, ბარემ ქართველ ხალხს მაინც ნუღარ ამწარებთ ამ ელჭიპიტების ფრიალით. სულ რომ ყოველდღე ასიამოვნოს ზალკალიანმა საქართველოს ყველა ცისფერი, მაინც არ მიგიღებთო, გაგე შე ცვედანო. ახლა ახალ მიზეზს მოიგონებენ
https://1tv.ge/news/davit-zalkaliani-khelis...bis-darghvevas/ხელისუფლება, პოლიტიკოსები და საჯარო პირები ყურადღებას უთმობენ და საჯაროდ გმობენ ლგბტ პირების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დარღვევას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
სოციალისტთა ჯგუფის წევრმა ბელგიიდან, ფურატ ბენ ჩიკამ ზალკალიანს ჰკითხა, როგორ აპირებს საქართველოს სახელმწიფო ლგბტ მოქალაქეების უფლებების დაცვას და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლას, განსაკუთრებით კი მიმდინარე წლის ბოლოს დაგეგმილი არჩევნების გათვალისწინებით.
„ლგბტ საკითხებს სისტემურად იყენებენ ინსტრუმენტად საქარველოში სხვასხვა ჯგუფებში სიძულვილის გასაღვივებლად. მაგალითად, გასული ივლისს პრაიდმა და ფილმის „და ჩვენ ვიცკევეთ“ ჩვენებამ გაყო საზოგადოება“,- აღნიშნა კითხვისას ბელგიის წარმომადგენელმა.
დავით ზალკალიანის თქმით, სექსუალურ ორიენტაციაზე დაყრდნობით და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაცია ეწინააღმდეგება ადმიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.
„ამის მიუხედავად, რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, ლგბტ პირების უფლებებისადმი პატივისცემა ჯერ კიდევ ძალიან სუსტია. ჩვენ გვჯერა, რომ წევრმა ქვეყნებმა უნდა შეასრულონ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები და თავიდან აიცილონ მსგავსი დისკრიმინაცია.
მიგვაჩნია, რომ მათ ასევე უნდა აღასრულონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებები. ჩვენ ვიცით, რომ 2010 წელს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო წევრი ქვეყნებისადმი რეკომენდაციები, რომლებიც სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ზომებს ეხებოდა. ეს რეკომენდაციები წარმოადგენს საერთო საფუძველს ევროპული ქვეყნებისთვის.
თებერვალში მინისტრთა კომიტეტი განიხილავს ახალ ანგარიშს ამ რეკომენდაციების შესრულების შესახებ, რის შემდეგაც ეს ანგარიში გასაჯაროვდება. ეს ანგარიში ასევე მოიცავს საქართველოში შექმნილ სიტუაციას. ჩვენ გადავხედეთ ჩვენს ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას დისკრიმინაციის საფუძველის გაფართოებით და მასში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის დამატებით. ამ ზომებს თან ახლავს საინფორმაციო კამპანიები და კვლევების ჩატარება. ბოლო პრაიდის ღონისძიება თბილისში უსაფრთხოდ ჩატარდა, მუქარების მიუხედავად. ხელისუფლება, პოლიტიკოსები და საჯარო პირები ყურადღებას უთმობენ და საჯაროდ გმობენ ლგბტ პირების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებების დარღვევას“,- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
Adam_Beyer -კარგით ნუ გვაყვედრით ამ სროლებს, თუ მართლა რამე გაქვთ გაკეთებული არავინ არ გავალდებულებდათ, უბრალოდ ალბათ მართლა ქვეყნის გამო აკეთებდით