მეტად საინტრესო ინფორმაციაა
http://www.geotimes.ge/index.php?m=home&newsid=4229აბა აბა ვეძებოთ ახლობლები, მეგობრები, საკუთარი თავიც კი
კაგებეს აგენტებო, ძრწოდეთ! თქვენი ვინაობა ცნობილია "ჯორჯიან თაიმსი" "სუკის" აგენტთა სიის გამოქვეყნებას იწყებს
თავის დროზე საბჭოთა "სუკთან" ბევრი ცნობილი პიროვნება თანამშრომლობდა. არ არსებობდა სფერო, რომელიც ამ ვეებერთელა ურჩხულს არ მოეცვა. ნებისმიერ საწარმოში, თუ ორგანიზაციაში "სუკის" ერთი წარმომადგენელი მაინც ჰყვდათ შტატში ჩასმული. რა თქმა უნდა არა როგორც პროფესიონალი მზვერავი, არამედ, როგორც ჩვეულებრივი თანამშრომელი. ვთქვათ ინჟინერი, პედაგოგი, მსახიობი, თარჯიმანი დ ა.შ. ისიც ცნობილია, რომ იმ პერიოდში, ვისაც საზღვარგარეთ უწევდა მივლინება, მას აუცილებლად "სუკში" უნდა გაევლო გასაუბრება.
ისინი, ვინც სუკისთვის განსაკუთრებით სანტერესო იყო. მათი აგენტებად გადაბირება ხდებოდა. იდენტიფიკაციის მიზნით ოფიციალურად მათ აგენტურულ მეტსახელს აძლევდნენ. საინტერესოა, რომ იმ პერიოდში, როდესაც გადატრიალების შედეგად ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ საქართველო დატოვა, მაშინ სუკის შენობაც დაარბიეს და არქივიდან მრავალი მნიშვნელოვანი დოკუმენტი დაიკარგა. მათ შორის აგენტების შესახებ მონაცემებიც. მათი ქსეროასლების ნაწილი "ჯორჯიან თაიმსს" "შემოუგდეს". ამ აგენტების მეტსახელებს უკან ცნობილი პიროვნებები იმალებიან და არამარტო მათი ვინობაა ჩვენთვის ცნობილი, არამედ იმათი ვინაობაც, ვინც ისინი აგენტებად გადაიბირა. ვინაიდან პარლამენტს ლუსტრციის შესახებ კანონი ჯერ არ მიუღია, ჩვენ მხოლოდ აგენტის მეტსახელს, პროფესიასა და სამუშაო ადგილს შემოგთავაზებთ.
1. აგენტი მეტსახელად "კარენი". ეროვნებით სომეხი, ინჟინერი, უმაღლესი განათლებით, უპარტიო. მე-5 განყოფილების მე-7 ქვეგანყოფილების აგენტი., გადაბირების დრო _23.11.84 წ.
2. აგენტი მეტსახელად "შიო", მე-5 განყოფილების მე-3 ქვეგანყოფილების აგენტი, გადაბირების დრო _ 10.07.86 წ.
3. აგენტი მეტსახელად "კარგარეთელი", ხელოვნების მუშაკი, კონცერტმეისტერი, უმაღლესი განათლებით, მე-5 განყოფილების მე-4 ქვეგანყოფილების აგენტი. გადაბირების დრო _ 16.06.79 წ.
4. აგენტი მეტსახელად "ავგისტი", ისტორიკოსი, თსუ. უპარტიო, მე-5 განყოფილების მე3 ქვეგანყოფილების აგენტი, გადაბირების დრო _ 23.06.88 წ.
5. აგენტი მეტსახელად "ოქსანა" ეროვნებით რუსი, კომკავშირელი, საშუალო ტექნიკური განათლებით, "გრუზნეფტი". მე-5 განყოფილების, მე-5 ქვეგანყოფილების აგენტი, გადაბირების დრო _ მითითებული არაა.
6. აგენტი მეტსახელად "ზაქარიაძე", საშუალო განათლებით, სპორტსმენი, ფიზკულტურის ინსტიტუტი. სკკპ წევრი, მე-6 განყოფილების მე-5 ქვეგანყოფილების აგენტი, გადაბირების დრო _ 26.08.86 წ.
7. აგენტი მეტსახელად "ჯონდო", თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი, უპარტიო, მე-5 განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების აგენტი, გადაბირების დრო _ 28.05.84 წ.
8. აგენტი მეტსახელად "საკარელი", მათემატიკის ინსტიტუტე. უპარტიო, მე-5 განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების აგენტი, გადაბირების წელი _ 18,01. 82 წ.
9. აგენტი მეტსახელად "გოია", თსუ-ს ეკონომიკური ფაკულტეტი. სტუდენტი, კომკავშირელი, მე-5 განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების აგენტი, გადაბირების დრო _ 27.02.86 წ.
10. აგენტი მეტსახელად "ალიკი" ეროვნებით სომეხი, დროებით უმუშევარი, უმაღლესი განათლებით, უპარტიო, გადაბირების დრო _ 29.11.84 წ.
11. აგენტი მეტსახელად "სპარტაკი" ეროვნებით სომეხი, უმაღლესი განათლებით, უპარტიო, ქარხანა "მიკროძრავები". ქ. თბილის, გადაბირების დრო _ 17.12.80 წ.
12. აგენტი მეტსახელად "დენი", ხელოვნების მუშაკი, საქ სახელმწიფო ფილარმონია, უმაღლესი განათლებით, უპარტიო, მე-5 განყოფილების პირველი ქვეგანყოფილები აგენტი, გადაბირების დრო _ 30.06.78 წ.
13. აგენტი მეტსახელად "ჰოფმანი", ეროვნებით სომეხი, თსუ-ს სტუდენტი, კომკავშირელი, მე-5 განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილები აგენტი, გადაბირები დრო _ 19.11.87 წ.
14. აგენტი მეტსახელად "კოლეგა" ქართული ლიტერატურის ინსტიტუტე. უპარტიო, უმაღლესი განათლებით, მე-5 განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების აგენტი, გადაბირების დრო _ 30.06.88 წ.
15. აგენტი მეტსახელად "ვენერა", ეროვნებით აფხაზი, ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტი, უპარტიო, მე-5 განყოფილების მე-6 ქვეგანყოფილების აგენტი, გადაბირების დრო _ 14.05.88 წ.
16. აგენტი მეტსახელად "უჩიონნი", უმაღლესი განათლებით, უპარტიო, მეცნიერ-თანამშრომელი, მე-2 განყოფილების, მე-6 ქვეგანყოფილების აგენტი, გადაბირების დრო _ 6.09.60 წ.
17. აგენტი მეტსახელდ "ოსკარი", უმაღლესი განათლებით, სკკპ წევრი, ლექტორი, მე-5 განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების აგენტი, გადაბირების დრო _ 1989 წლის მაისი.
18. აგენტი მეტსახელად "ოდიშარი", უმაღლესი განათლებით, სკკპ წევრი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მე-5 განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების აგენტი, გადაბირების დრო _ 1974 წლის თებერვალი.
19. აგენტი მეტსახელად "სუდეცი", ეროვნებით რუსი, საშუალო-პედაგოგიური განათლებით, უპარტიო, მე-5 განყოფილების მე-3 ქვეგანყოფილების აგენტი, გადაბირები დრო _ 28.08.85 წ.
20. აგენტი მეტსახელად "მიხაილო", საქ. წითელი ჯვარი. თბილისის პირველი მაისის რაიონის განყოფილების აგენტი, გადაბირების დრო _ 6.09.89 წ.
21. აგენტი მეტსახელად "დევდარიანი", უმაღლესი განათლებით, ინჟინერი, კომკავშირელი, მე-5 განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების აგენტი, გადაბირების დრო _ 29.09.86 წ.
22. აგენტი მეტსახელად "თბილისი", თსუ-ს სტუდენტი, კომკავშირელი, მე-5 განყოფილების მე-5 ქვეგანყოფილების აგენტი, გადაბირების დრო _ 2.10.87 წ.
23. აგენტი მეტსახელად "ბეზუხოვი", საშუალო განათლებით უპარტიო. ხელოვნების მუშაკი, კინოსტუდია "ქართული ფილმი", მე-5 განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების აგენტი, გადაბირები დრო _ 4.05.81 წ.
24. აგენტი მეტსახელად "გიორგაძე"~, უმაღლესი განათლებით, უპარტიო, საგარეო ურთიერთობათა განყოფილება, მე-6 განყოფილების მე-3 ქვეგანყოფილების აგენტი, გადაბირების დრო - 18.12.80 წ.
25. აგენტი მეტსახელად "იაშვილი", უმაღლესი განათლებით, უპარტიო, თარჯიმანი, მე-5 განყოფილების მე-3 ქვეგანყოფილების აგენტი, გადაბირების დრო _ 21.06. 84 წ.
26. აგენტი მეტსაელად "არგონი", უკრაინელი, უმაღლესი განათლებით, სკკპ წევრი, მასწავლებელი, მე-5 განყოფილები, მე-3 ქვეგანყოფილების აგენტი, გადაბირების დრო _ 21.06.84 წ.
27. აგენტი მეტსახელად "კოტე", რუსი, უმაღლესი განათლებით, სკკპ წევრი, პოლიგრაფიის სპეციალისტი, მე-5 განყოფილების მე-4 ქვეგანყოფილების აგენტი, გადაბირების დრო _ 23.02.84 წ.
28. აგენტი მეტსახელად "ივანოვი", რუსი, საშუალო-ტექნიკური განათლებით, კოოპერაციის ტექნიკუმი. უპარტიო, მე-5 განყოფილების მე-4 ქვეგანყოფილების აგენტი, გადაბირების დრო _ 10.01.89 წ.
29. აგენტი მეტსახელად "კსენიდი", რუსი, უპარტიო საშუალო განათლებით, სტაბილური იზოტოპების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი, მე-5 განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების აგენტი, გადაბირების დრო _ 30.08.84 წ.
30. აგენტი მეტსახელად "სმირნოვი", საშუალო-სპეციალური განათლებით, უპარტიო, სამხედრო ნაწილის აგენტი, გადაბირების დრო _ 9.09.88 წ.
31. აგენტი მეტსახელად "ვიქტორია", რუსი, თსუ-ს სტუდენტი, უპარტიო, მე-5 განყოფილების მე-2 ქვეგნყოფილების აგენტი, გადაბირების რო _ 29.04.87 წ.
32. აგენტი მეტსახელად "ბათუმელი", ებრაელი, ებრაული სინაგოგა, საშუალო განათლებით, უპარტიო, მე-5 განყოფილების მე-3 ქვეგანყოფილების აგენტი, გადაბირების დრო _ 15.03.78 წ.
33. აგენტი მეტსახელად "ტიხონოვი", სომეხი, პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი, კომკავშირელი, მე-5 განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების აგენტი, გადაბირების დრო _ 30.09.86 წ.
34. აგენტი მეტსახელად "აზდაკი", პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი, კომკავშირელი, სამხედრო ნაწილის აგენტი, გადაბირების დრო _ 10.02.88 წ.
35. აგენტი მეტსახელად "ტარასი", საშუალო განათლებით, უპარტიო, მე-5 განყოფილების მე-3 ქვეგანყოფილების აგენტი, გადაბირების დრო _ 10.06.79 წ.
36. აგენტი მეტსახელად "გივი", უმაღლესი განათლებით, უპარტიო, არქიტექტორი, მე-5 განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების აგენტი, გადაბირების დრო _ 18.10.76 წ.
37. აგენტი მეტსახელად "ტურისტი", რუსი, უმაღლესი განათლებით, თსუ-ს ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მე-5 განყოფილების მე-3 ქვეგანყოფილების აგენტი, გადაბირების დრო _ 25.05.87 წ.
38. აგენტი მეტსახელად "ალექსანდრა", რუსი, დაუსრულებელი უმაღლესი განათლებით, "გიპროსვიაზი", კანცელარიის ინსპექტორი, უპარტიო, მე-5 განყოფილების მე-3 ქვეგანყოფილების აგენტი, გადაბირების დრო _ 25.08.80 წ.
39. აგენტი მეტსახელად "იურ", რუსი, კომკავშირელი, საშუალო-ტექნიკური განათლებით, მძლეოსნობის სპორტული სკოლა, მე-5 განყოფილების, მე-2 ქვეგანყოფილების აგენტი, გადაბირების დრო _ 25.10.85 წ.
40. აგენტი მეტსახელად "ავგუსტინა", რუსი, ექიმი, უმაღლესი განათლებით, უპარტიო, მე-5 განყოფილების მე-5 ქვეგანყოფილების აგენტი, გადაბირების დრო 29.08.85 წ.
41. აგენტი მეტსახელად "რობერტი", სომეხი, არტისტი, უმაღლესი განათლებით, ხელოვნების მუშაკი, მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის განყოფილების აგენტი, გადაბირების დრო _ 17.02.70 წ.
42. აგენტი მეტსახელად "პეტროვი", უმაღლესი განათლებით, თსუ-ს ფილოლოგიური ფაკულტეტი, უპარტიო, მე-5 განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების აგენტი, გადაბირები დრო _ 8.05.71 წ.
43. აგენტი მეტსახელად "კონსტანტინე", ბერძენი, უმაღლესი განათლებით, სკკპ წევრი, საქ. მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერ-თანამშრომელი, მე-5 განყოფილების, მე-5 ქვეგანყოფილების აგენტი. გადაბირების დრო _ 14.11.93 წ.
44. აგენტი მეტსახელად "სოლნეჩნაია", რუსი, უმაღლესი განათლებით, სკკპ წევრი, პენსიონერი, მე-5 განყოფილების პირველი ქვეგანყოფილები აგენტი, გადაბირების დრო _ 3.04.87 წ.
45. აგენტი მეტსახელად "დავითი", საშუალო განათლებით, უპარტიო, მე-5 განყოფილების მე-6 ქვეგნყოფილების აგენტი, გადაბირების დრო _ 29.10.88 წ.
46. აგენტი მეტსახელად "ლუდვიგი", უმაღლესი განათლებით, უპარტიო, ხელოვნების მუშაკი, საქართველოს სახელმწიფო ფილარმონია, მე-5 გნყოფილების პირველი ქვეგნყოფილების აგენტი, გადაბირების დრო _ 20.10.80 წ.
47. აგენტი მეტსახელად "ილია", უმაღლესი განათლებით, სამაშველო სამსახურის უფროსი, უპარტიო, მე-5 განყოფილების მე-7 ქვეგნყოფილების აგენტი, გადაბირების დრო _ 21.01.86 წ.
48. აგენტი მეტსახელად "კონდორი", თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, უპარტიო, მე-5 განყოფილების მე-2 ქვეგნყოფილების აგენტი, გადაბირების დრო _ 9.04.82 წ.
49. აგენტი მეტსახელად "ერემია", უმაღლესი განათლებით, უპარტიო, საქ მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომელი, პირველი ქვეგანყოფილები აგენტი, გადაბირების დრო _ 15.07.75 წ.
50. აგენტი მეტსახელად "მედვედიევი", უმაღლესი განათლებით, ხელოვნების მუშაკი, თბილისის სამხატვრო აკადემია, უპარტიო, მე-მ5 განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების აგენტი, გადაბირების დრო _ 25.11.72 წ.
51. აგენტი მეტსახელად "გრეტსკი", თსუ-ს ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტი, კომკავშირელი, მე-5 განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილები აგენტი, გადაბირების დრო _ 29.04.72 წ.
52. აგენტი მეტსახელად "სანდრო ეული", პოლიტექნიკური ინსტიტუტე. სტუდენტი, უპარტიო, მე-5 განყოფილების მე-5 ქვეგანყოფილების აგენტი. გადაბირების დრო _ 10.04.87 წ.
ჩვენ მხოლოდ ნაწილი გამოვაქვეყნეთ აგენტთა იმ ვრცელი სიიდან, რომელიც ხელში ჩაგვივარდა. თუმცა, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ და გაგრძელებას შემდეგ ნომრებში შემოგთავაზებთ.
ფრიდონ დოჩია
2007.05.10 17:04
This post has been edited by Loesje on 24 Oct 2007, 04:47