მოკლედ, ახალი თანამშრომელი გოგოა ჩემთან. 1997 წელს დაბადებული, ანუ ძალიან პატარა ასაკით
ხოდა,ასაკი მოვატყუე ჩემი. ვუთხარი, რომ თითქოს 1994 ვიყო დაბადებული.
ამ გოგომ დამიწყო ფლირტი.
ამდენი ხანი სერიოზულად არ ვუყურებდი, ახლა კი ძალიან მსიამოვნებს მისი ყურადღება და მასთან საუბარი.
მოკლედ, ძალიან ვნანობ რომ ასაკი მოვატყუე და თან პატარა რომ არის თვითონაც ვერიდები. არ მინდა ვისარგებლო მისი გამოუცდელობით და ლოგინში ჩავიგორო.
საქმე ისაა, რომ უკვე ვეღარ ვუძლებ....
მაკარგვინებს თავს.
ხოდა, გამოგიტყდებით და ჩემზე ბევრად პატარა გოგოსთან ურთიერთობა არასდროს მქონია. აქამდე ვისთანაც ვყოფილვარ ურთიერთობაში ან ჩემზე 1-2 წლით უმცროსები იყვნენ,ან უფროსები.
ღირს პატარა გოგოსთან ურთიერთობის დაწყება?
This post has been edited by Katana_ on 18 Feb 2020, 02:28