#57969043 · 2 Jun 2021, 14:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კინობოევიკებში ყველაზე არაეფექტური იარაღი ავტომატი და ტყვიამფრქვევია. ისვრიან, ისვრიან და არავის ხვდება. რა ჯანდაბად უნდა თვითმფრინავებს ორორი ტყვიამფრქვევი, როცა ვერცერთით ვერ ახვედრებს? ფილმის გმირი ყოველთვის ტყვიების შუაში გარბის და არ ხვდება. ყუმბარებიც მხოლოდ ხმაურს და კვამლს ქმნიან. ყურისძირში უფეთქდებათ და არაფერი მოსდით. ჩვენიანებს, თორემ იმათიანებს კი ხოცავს გემრიელად, მაგრამ ავტომატის ტყვიები არავის ხვდება. არც ჩვენიანებს, არც იმათიანებს. გაუგებარია რა ჯანდაბად ხარჯავენ ამდენ ტყვიებს? სამაგიეროდ პისტოლეტის ტყვია და არბალეტის ისარი ყოველთვის ხვდება მიზანში. გასროლილი დანა ყოველთვის პირით ერჭობა.
სკაფანდრები კიდევ ცალკე თემაა. გინდ წყალქვეშ იყოს გმირი და გინდ კოსმოსში. სკაფანდრის შიგნით უამრავი ნათურები აყენია, რომ მსახიობების სახეები გაანათოს. რეალურ სიტუაციაში ეს ნათურები ისე დააბრმავებს ადამიანს, რომ ძნელად თუ დაინახავს რამეს.
|