#60358671 · 11 May 2023, 17:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Many years later, as he faced the firing squad, Colonel Aureliano Buendía was to remember that distant afternoon when his father took him to discover ice.
ოქტომბრის ერთ მზიან დილას, როდესაც ბიბინა ხიხო თეთრი ნიფხავით დასახვრეტად გაიყვანეს, თვალცრემლიანს ის დრო გაახსენდა როცა ჭორვილის მტვრიან შარაზე შემთხვევით იპოვა წითელთუმნიანი. ეს იყო დრო, როდესაც სოფელი ჭორვილა მასში მაცხოვრებლების გარდა არავინ იცოდა სად იყო. ჭორვილა, ზემო იმერეთში, ჭიათურის პლატოზე ზღვის დონიდან შვიდას სამოცი მეტრის სიმაღლეზე გაფინული სოფელი, საუკუნის განმავლობაში მისი წინაპრების სამუდამო ნავსაყუდელი იყო. იმ კონკრეტულ დღეს, ბიბინა ხიხო მამასთან ხელჩაჭიდებული დააბლაყუნებდა სოფლის მტვრიან შარაზე, როდესაც რაღაც შორეულმა, მისტიკურმა ხმამ მიიზიდა ის და მიიყვანა ერთ მტვრიან და ხრიოკ ადგილზე. იქ, მტვიან შარაზე ეულად ეგდო წითელთუმნიანი. როდესაც მან დაინახა წითლად მოლაპლაპე ქაღალდი, თვალები მოწიწებით გაუფართოვდა. ეს პატარა ნაგლეჯი, როგორც კრემლის წითელი კედლიდან მოფენილი მარადიული ცეცხლის ალი გახდა მისი ტრასნტენდენცია. სამყარო, რომელიც ასე ვრცელი და სრული ჩანდა აქამდე ბიბინა ხიხოსათვიის, სხვა განზომილებაში გადავიდა. მამამ ბიბინა ხიხოს აუხსნა ამ მომხიბლავი ქაღალდის ძალა, ის მისტიკა და აურა, რომელიც მას აკრავდა. ეს ქაღალდი იქცა იმ უსაზღვრო შესაძლებლობების სიმბოლოდ, რომელიც მის ცნობიერების საზღვრებს გასცდა და განასახიერებდა ახალი მწვერვალების დაპყრობის დაუოკებელ წყურვილს. ტრანსტენდენციის ამ უბრალო აქტით ბიბინა ხიხოს გულში ჩაეყარა სიხარბის და შურის თესლი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა მის ცნობიერება. თუმნიანთან შეხვედრა გახდა მეტაფორა მისი დაუნდობელი სწრაფვისა ახალი გამოწვევებისაკენ. წლების განმავლობაში როდესაც ბიბინა ხიხო ომისა და ნგრევის მღელვარე დინებაში აღმოჩნდა, იგი არ დაიბნა და შეძლო არა მარტო თავი გადაერჩინა, არამედ გაეკვლია ის გზა, რომელიც პატარა ქვეყნის უსაზღვრო ძალაუფლების ხელში ჩაგდებისაკენ მიიყვანდა. სიცოცხლის ბოლო წუთებში ბიბინა ხიხომ მიხვდა რომ სწორედ ის წითელი თუმნიანი იყო მისი მომავალთან შეხვედრის სიმბოლო. ის განასახიერებდა მის სულს, სულს რომელიც მუდმივად მიიწევს მიუწვდომელზე, და კითხვის ქვეშ აყენებს სახოგადოებაში დამკვიდრებულ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს. როდესაც ტყვიები ისროლეს და მისი სიცოცხლე მიინავლა, ბიბინა ხიხომ თან წაიღო იმ შორეული შუადღის ხსოვნა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიცოცხლე ჩაქრა, მისი სული სამუდამოდ აალდა წითელი თუმნიანის მარადიული ალით, რომელიც აინთო მასში იმ შორეულ დღეს და მომხიბლავად ანთებდა მისი სიცოცხლის ბოლო წამამდე.
--------------------
ჩემო ქიმიურო ძმაო..
|