#55799804 · 4 Feb 2020, 11:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბევრი სიბრძნე არ უნდა : ადამიანი მაშინაა ბედნიერი როცა აცნობიერებს, რომ დროებითაა ამქვეყნად და ვინც ირგვლივ ყავს ისინი კარგად ყავს, თვითონ ელემენტარულად ჯანმრთელად და კარგადაა და გაღიმების საბაბი აქვს. დანარჩენი მერწმუნეთ, ხასიათიდანაა გამომდინარე, მდიდარი ადამიანი ბედნიერს არ ნიშნავს ან კმაყოფილს. ჩვენ თვითონ ვიქმნით დადებით განწყობასაც და აურასაც. მინახავს მოწუწუნე და მუდმივად უბედური,თავისი ხასიათიდან გამომდინარე და ჩაიარა სიცოცხლემ სულ ტყუილად, უინტერესოდ. მინახავს გაღიმებული და კმაყოფილი ადამიანი რომელიც უფრო ნაყოფიერად ცხოვრობს დღემდე და ატანს გემოს ცხოვრებას...keep calm and let the life begin!
This post has been edited by aabbaa on 4 Feb 2020, 11:59
|