როგორ მოგწონთ ტრენდული განათების ბოძი?
შეგახსენებთ, 43 მილიონი ლარი გამოიყო აეროპორტის გზის რეაბილიტაციისთვის!

მართალია რეაბილიტაციამდეც ტროტუარი პატარა იყო, მაგრამ საბჭოური არატრენდული განათების ბოძები შადარებით შიგნით იდგნენ და ტროტუარზე ერთი ადამიანი მაინც გაივლიდა თავისუფლად.
ეხლა ქოცებმა იმაში რომ არ დაგვდონ ბრალი, რომ მარტო კრიტიკა გეხერხებათო, გეტყვით როგორ უნდა გაკეთებულიყო ეს ქუჩა ისე, რომ ტროტუარიც გადიდებულიყო და მანქანაბისთვისაც უფრო კომფორტული ყოფილიყო გადაადგილება.
ამ ადგილას ქუჩის სიგანე არის 13 მეტრი და გვაქვს 3 სამანქანო ზოლი.

ევროპული და ზოგადად თანამედროვე სტანდარტით სამანქანო ზოლისთვის ოპტიმალური სიგანეა 2.5-3 მეტრი. მაქსიმალური მიღებული სიგანე რომ ავიღოთ 3 ზოლისთვის საჭირო იყო 9 მეტრი, გამონტავისუფლდებოდა 4 მეტრი, რომლის ხარჯზეც გადიდდებოდა ტროტუარი და დაიდგმებოდა განათების ბოძი.
ისევ იგივე ქუჩაზე, შუქნიშანთან გზის სიგანე არის 17!!!!! მეტრი!!!! და გვაქვს მხოლოდ 4 სამანქანო ზოლი. გზის ევროპული სტანდარტებით დავიწროვების ხარჯზე შეიძლებოდა 5 მეტრის გამონთავისუფლება.

ეხლა რას გვაძლევს ვიწრო სამანქანო ზოლი. გარდა იმისა რომ ტროტუარები დიდდება, გრჩება ადგილი გამწვანებისთვის, ველობილიკისთვის ან სხვა სასარგებლო რამისთვის, ამასთანავე ავტომანქანებისთვისაც უმჯობესდება გზა, იმიტომ რომ ზოლში სხვა ვერ შემოგიხტება, გამოსლევებული ჯიგიტი მარჯვნიდან ვეღარ დაგიაბგონებს, საცობიც ნაკლები იქნება.
აი რას ვგულისხმობ, ეს ჯიგიტი ვეღარ შეუხტებოდა ზოლში სხვას და მოწესრიგდებოდა მოძრაობა.

ავიღოთ ამსტერდამი, ეს არის ჩქარსნული ტრასა, შემოღობილი, ჩვენი ავტობანის მსგავსი და აქაც კი 3 მეტრია ზოლის სიგანე, შიგ ქალაქში კი 2.5.

შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ აეროპორტის ახლად რებილიტირებული გზა, რომელზეც 43 მილიონი დაიხარჯა, თავისი სათადარიგო გზებით ალბათ 70 მილიონიც იქნება, თავიდან იქნება რეკონსტრუქცია გასაკეთებელი, როცა ტრენდული კალაძე გააჯვავს და მოაზროვნე ადამიანი მოვა მერიაში.