გამარჯობათ. ახლა ყველგან ხელმისაწვდომია უმაღლესი ხარისხის თეთრი წმინდა ფქვილი. მე მაინტერესებს ჩვენი წინაპრები როგორ ამზადებნენ ძველად ცომს, რისგანაც მიიღებოდა ხაჭაპური, ხინკალი, ლობიანი, სხვადასხვა ღვეზელი და სხვა. ქატოს და ცეხვილი პური რაც არის სქელია, ხაოიანი, უხეში შიგთავსით, ასეთი ცომით ვერ წარმომიდგენია ეჭამათ თუნდაც იმერული ხაჭაპური ან როგორ მიიღებდნენ ხინკლის ცომს, რომელიც უნდა იყოს ელასტიური, მიიღოს ხინკლის ფორმა და ხარშვისას არ გასკდეს. დღევანდელი იმერული ხაჭაპური და ხინკალი ალბათ განსხვავდება ხომ ძველად წარსულში რასაც ჭამდნენ ჩვენი წინაპრები? მაინტერესებს როგორ ამზადებდნენ. მეეჭვება დღევანდელი ხარისხის თეთრი ფქვილი მიეღოთ

რაც ასევე მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ახლანდელი ქატოს პურის ყიდვა რომ მოგინდება ან ჭვავის და აიღებ თაროდან წაიკითხავ შემადგენლობას იქ აწერია რომ შერეულია ჩვეულებრივ ფქვილთან. ანუ 100% ით ქატოს ან ჭვავის პური არ არის. ვკვდები ინტერესით როგორია ნამდვილი რეალური ჭვავის პური ან ქერის და ა.შ>
This post has been edited by Mr Angry on 17 Aug 2025, 17:18