ჟვანიასა და 2011 წელს "შემოწყობილი" გვამების საქმეს აქ არ ვგულისხმობ. მათზე დღესაც გრძელდება აჟიოტაჟი, დღესაც აბრალებენ ვანოს, ახალაიას, მიშას, გრიშას რომ ჟვანია სინამდვილეში მოკლეს, რომ მოკლეს აქციის მონაწილეები და ა.შ. მაგრამ არის ერთი საეჭვო სიკვდილი, რომელზეც დუმან და არც ახსენებენ, ის კი არადა ამ ადამიანზე თითქმის არც აღარაფერი ისმის მიუხედავად იმისა, რომ 12-14 წლის წინ ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალა იყო.
არკადი (ბადრი) პატარკაციშვილი
აი რა იყო შანსი იმისა, რომ 12 წლის წინ, 2008 წლის თებერვალში, დემონსტრაციებიდან ოთხ თვესა და რაც მთავარია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ
სულ რაღაც ერთ თვეში(!) ადამიანი გულის შეტევით ასე უეცრად გარდაცვლილიყო? ხომ არის საეჭვო? ხომ არის ძალიან კარგი მასალა პროპაგანდისათვის, რომ ეს სიკვდილიც ხელისუფლებას დაბრალდეს და კიდევ ჩაიწერონ ქულები? მაგრამ აი რაც მართლა უფრო საეჭვოა - ყველა გაჩუმდა. ოდიოზური ფიგურებიც კი, როგორებიც იყვნენ (და არიან) შალიკო ნათელაშვილი და კომპანია, ეგენიც კი მოეშვნენ და მალე ისევ ჟვანიას თემას დაუბრუნდნენ.
და მიჩნდება შეკითხვა - რატომ? რატომ ბრალდებათ ნაციონალებს ვიღაცეების მიერ დღეს ჟვანიასა და იმ დემონსტრანტების მოკვლა, მაგრამ ასეთ საეჭვო შემთხვევას, როდესაც ადამიანი უეცრად გულის შეტევით კვდება, აიგნორებენ და მაგასაც არ აბრალებენ? რატომ უშვებენ ხელიდან ასეთ საკმაოდ მძლავრი პოტენციალის მქონე პროპაგანდას?
ისედაც ამდენი სისულელე აქვს ბევრს ნათქვამი, მიშას 19 მილიარდზე, სანდრას მიერ საშვილოსნოების დაჭრაზე და ა.შ., მოკლედ ანავალ-განავალის ნაბოდვარი. მაგრამ აი პატარკაციშვილის მკვლელობა კი რატომღაც არ ბრალდება წინა მთავრობას და არც იმ დროს ადანაშაულებდნენ მაინცდამაინც (ნერვიულობამ მოკლაო - მაგას ამბობდნენ). ტროლები საერთოდ გასუსულები არიან, თითქოს არც უარსებია მაგ ადამიანს. და ბოდიში და ბარემ ეგეც დაედანაშაულებინათ. რა უშლით ხელს? სინდისი? ფანტაზიის ნაკლებობა?
თუ დააკვირდებით იმავე ფორუმელ ტროლებსაც, პატარკაციშვილის სახელსაც კი არ ახსენებენ, მარტო 2007 წლის დემონსტრაციებზე ლაპარაკობენ ისე, თითქოს პატარკაციშვილი არ იყო ამ დემონსტრაციების ერთ-ერთი ინიციატორი და წინამძღოლი.
მოკლედ აქ მე შეთქმულებაზე არ ვამბობ. არ ვამბობ იმას რომ პატარკაციშვილი ნამდვილად მოკლეს. არც ჟვანიასა და დემონსტრანტების მკვლელობა მჯერა, რადგან აქამდე ამის რაღაც სამხილი გამოჩნდებოდა. აქ იმაზე მაქვს შეკითხვა პატარკაციშვილის მკვლელობის ნარატივს რატომ არ ავრცელებენ, რატომ არ იყენებენ პროპაგანდული მიზნებისათვის? ჟვანიას სიკვდილზე ხომ არანაკლებ საეჭვოა? ხომ შეუძლიათ თქვან, რომ ბოროტმა დიქტატორმა მიშამ ოპოზიციის ბურჯი პატარკაციშვილი ცივსისხლიანად მოკლა და ა.შ., მაგრამ ამას რატომღაც არ აკეთებენ.
გირგვლიანი, რობაქიძე, ვაზაგაშვილი, ჟვანია - დღემდე გვესმის ეს სახელები, მაგრამ პატარკაციშვილი? არასოდეს.
რა ვიცი, სულ მცირე ცოტა უცნაურია ჩემი აზრით.
This post has been edited by Hiksos on 6 Feb 2020, 13:45
ეგ 1.65 სხვა რამეა ეგ არის ლარის დოლარზე გაცვლის კურსი. ლარის კურსი სხვა რამეა.
DRAKONI
სწორედ რომ კიტოვანი და იოსელიანია დასავლეთი
dega
არ გავკარი სანდრამ ეს თქვა თუ არა და ვთქვათ ჭორიც მოუგონეს. მერე რა ამით?
lasha1997