#55848085 · 16 Feb 2020, 11:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით, ვცხოვრობთ მაღალ სართულზე და გვაქვს არც ისე მაღალი აივნის მოაჯირი. ჩემი ამოცანაა, რაღაცნაირად ავამაღლო ეს მოაჯირი ისე, რომ ფასადი არ დავამახინჯოთ ანუ შეძლებისდაგვარად, არ ჩანდეს ეს ამაღლება. თავად მოაჯირი რკინისაა. ინტერნეტში ვნახე გამჭვირვალე ნაქსოვი ბადეები, რომელიც ბოლომდე იჭიმება. ასეთი ხომ არ გინახავთ სადმე და რამდენად გაუწევდით რეკომენდაციას? ასევე რა აზრის ხართ გამჭვირვალე პლასტიკით (თუ არ ვცდები, ორგმინა?) მოაჯირის ამაღლებაზე? ძალიან დამეხმარება ნებისმიერი იდეა, ძირითადი ამოსავალი წერტილია, რომ ფასადზე არ ჩანდეს რასაც გავაკეთებ. მადლობა
|