ჩემი აზრით იდეალური მოტოა:
1. რომელიც სწრაფია, კარგი აქსელერაცია აქვს, (სპორტის უნარები)
2. მაქსიმალურ სიჩქარეშიც კონკურენტუნარიანია (სპორტის უნარები)
3. ოფროუდზე თავს არ ირცხვენს (ედვენჩერის უნარები)
4. გამძლეა და სანდო დიდ დისტანციებზე (იაპონური უნარები)
5. კომფორტულია (არ გღლის, სიმძიმე არ იგრძნობა, ხარსხიანი უნაგირი აქვს) (კლასიკის უნარები)
6. აღჭურვილია თანამედროვე სისტემებით: რეგულირებადი ამორტიზატორი, აბესი, რეჟიმების რეგულატორით
7. არის სტილური (იტალიური და ბრიტანული უნარები)
მე არ ვიცი რომელია ეს იდეალური მოტო. ძალიან მხიბლავს ბოლო თაობის სკრამბლერები, მაგრამ მეეჭვება, რომ დიდ დისტანციაზე კომფორტული აპარატი იყოს სკრამბლერი.