როდის ხდება მეტამორფოზა?
ადამიანის სულში მუდმივად მიმდინარეობს ცვლილებები.ხშირად ხდება მისი გადატვირთვა და გადაღლა.მეტამორფოზა კი გზაა სულიერი ევოლუციისა, გადატრიალებისა.ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სულიერი
რენესანსისა.
მეტამორფოზა მეტად რთული და ამოუცნობია, რადგან
არავინ იცის კონკრეტულად რა დროს გამოჩნდება.მას გააჩნია უდიდესი ძალა ადამიანის გონებაშჲ ხაზი გადაუსვას ყველა მოვლენას და ახალი მიმართულებით წაიყვანოს არაცნობიერი ფსიქიკური პროცესები.
მეტამორფოზა გვეხმარება ახალი, უფრო გონივრული
გზით დავიწყოთ ჭეშმარიტების ძებნა, ხოლო ფროიდის თქმით : „ჭეშმარიტება
გაგათავისუფლებს“ . ასე რომ, მას განმანთავისუფლებელიც შეგვიძლია ვუწოდოთ.
ცოტა რთული წარმოსადგენია გათენდეს, თვალი
გაახილო და იგრძნო ახლებული მაჯისცემა, ახლებური სიცოცხლის ქარი.იგრძნო თავი
ახალდაბადებულ ინდივიდთან, რომელსაც ძველთან არაფერი აქვს საერთო.ეს შეიძლება მართლაც დაუჯერებელია, მაგრამ მერწმუნეთ, ნებისმიერი ახალი წამი შეიძლება გახდეს ისეთი მშვენიერი, რომ მისი შეჩერება მოგინდეთ.წამი, რომლის შეჩერებასაც შეძლებთ და წამი, როდესაც თავს დაგატყდებათ მეტამორფოზა, შემდეგ კი ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდება და უბრალოდ ახალი.მეტამორფოზგანცდილი ქვეცნობიერის დახმარებით დაიწყებთ სამყაროს ახლებურ აღქმას!.
გამოყენებული ლიტერატურა:
"ბრძნული აზრების ენციკლოპედია"
ოქსფორდის სამაგიდო ენციკლოპედია
ერიკ-ემანუელ- შმიტის ნოველები
სარკასტული-სიყვარული