
დასაწყისი: 23:15
ლივერპული 30 წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის საუკეთესო გუნდის ტიტულის მოპოვებას აღნიშნავს. ლივერპულის კაპიტანი, ჯორდან ჰენდერსონი პრემიერლიგის თასს დღეს, ჩელსისთან მატჩის შემდეგ აწევს.
შეკითხვები, რომელთაც მატჩის შემდეგ გაეცემა პასუხიდაასრულებს ლივერპული პრემიერლიგაში ზედიზედ მესამე სეზონს ენფილდზე დაუმარცხებელი გუნდის სტატუსით თუ 2017 წლის აპრილის შემდეგ პირველად დამარცხდება ?
მოიპოვებს ჩელსი ჩემპიონთა ლიგის საგზურს თუ მოუწევს ბოლო ტურში ევროპის ლიგის საგზურისთვის მებრძოლ ვულვზთან მოგებაზე თამაში ?
ენფილდის გარეთჩელსი - სიტის მატჩის შემდეგ ენფილდთან რამდენიმე ათასი ადამიანი სპონტანურად შეიკრიბა, დღეს კი ბევრად მეტს ელოდებიან. ლივერპულის მწვრთნელმა, კაპიტანმა და კლუბის სხვა წარმომადგენლებმა ფანებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს, მაგრამ ფანები დილიდან იკრიბებიან. პოლიციამ განცხადება გაავრცელა, რომ უკლებრივ ყველა დაპატიმრდება, ვინც სოციალურ დისტანციას და უსაფრთხოების წესებს არ დაიცავს.
ისტორიული დღეჯორდან ჰენდერსონს პრემიერლიგის თასს კენი დალგლიში გადასცემს, სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიპოვა გუნდმა ინგლისის საუკეთესო გუნდის ტიტული 30 წლის წინ.
მატჩის დამატებითი ინტრიგაროგორ დასრულდება კლოპის და ლამპარდის 4 მატჩიანი დუელი ?
შეინარჩუნებს მო სალაჰი ზედიზედ მესამე სეზონში ბომბარდირობის რაიმე შანსს ?
გაუტანს ლივერპულს კარიერაში მერვე გოლს საუკეთესო ფორმაში მყოფი ოლივიე ჟირუ ?