გამარჯობა
ყველას, განურჩევლად იმისა, ინფიცირებულია თუ არა
აქვე მინდა გითხრათ, რომ კმარა!
და ბარემ სანამ ჯერ ისევ ყურადღებით მისმენთ, დაბადების დღეს ვულოცავ Fe11oW-ს და buskunia-ს, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა, როგორც რელიგიური ხალხი იტყოდა და ეგაა, რა

ეხლა საქმე:
მოგეხსენებათ ამ ჩვენს ფორუმზე არის მომხმარებელთა კატეგორია, რომელსაც სტუმარი ეწოდება.
სტუმარი საქართველოში ოდითგანვე დაფასებული და პატივსაცემი სტატუსია, სადმე რომ ვარ სტუმრად, ამაყად ყელმოღერებული და მხრებში გაშლილი დავიარები მასპინძელთა დაგებულ ფიანდაზებზე.
აქ კი სტუმარი დაუფასებელია და დაჩაგრული, ძებნით ვერ ისარგებლებს, პოსტს ეგ ვერ დასწერს და თავის გულში ნადებს ვერ გადმოსცემს, დახმარებას ვერ ითხოვს, რომ კვდებოდეს კაცი!
განა ეს სამართალია?!
განა ჩვენ ეს შეგვფერის?!
განა ეს ჩვენი სირცხვილიც არაა?!
და როგორც ხშირად ხდება-ხოლმე, სხვა მიმართულებით გამიგრძელდა სიტყვა... თემა კი იმისთვის გავხსენ, რომ შემდეგი რამ მეთქვა:
სავარაუდოდ უნდა არსებობდნენ მუდმივი სტუმრები, ანუ ვინც მუდამ ათვალიერებს ამ ჩვენს ფორუმსა და დაუზარლად ჰკითხულობს აქ გამოთქმულს ჩვენს აზრებსა.
დიდად საფიქრებელია, რომ მას საყვარელი იუზერებიცა ჰყვანდეს და ბევრსა ხითხითებდეს კიდეც მათს პოსტებზედა.
რაღა დაგიმალოთ-და იმედი მაქვს მეც ვეყვარები რომელიმე ასეთ სტუმარსა

ჰოდა მინდა ამ ჩემს მოყვარულებს მადლობა გადავუხადო გულწრფელი და უანგარო სიყვარულისთვინ.
ანგარებიანი რაღა სიყვარულიაო? - იტყვით თქვენ
და მე გიპასუხებთ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ეს ისე, დიზაინერული დეტალია პოსტის გასაფორმებლად
მოგიწოდებთ, მომბაძოთ და თქვენ თქვენის მხრივ დაუფასოთ თქვენი სიყვარული თქვენს სტუმრებსა თქვე თქვენისებო
ქართველი თუ ხარ, ცეცხლს შენობით ელაპარაკე! მ.ფ.
როცა ერთბაშად ვაგონიდან
შორს, ცისკიდურზე
ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ -
ჰოი, რარიგად მევიწროვა
მაშინ საყელო! ტ.ი.
ჩაფაან ყორე