ხუთი ღერი სიგარეტი დამრჩა,
კიდევ,ხუთ წუთს იცხოვრებდა კაცი.
ერთ ღერს, ახლა ამოვაცლი კოლოფს.
წარსულზე ფიქრს კვამლი ალბათ წაშლის.
მეორე ღერს,ღამე თვითონ მომთხოვს
და მესამეც გაჰყვა,სურნელს,ყავის.
ორი ღერი სიგარეტი დამრჩა.
იქნებ გავყო,შევუნახო-ხვალეს.
მეგობრებთან,რომ მოვყვები ლაყაფს,
ხუთი ღერი მომიწია ბაგემ.
ხუთივე ღერს გავატანე ძველი.
ხუთი წუთიც გავაყოლე ბარემ.
* * *

მე ღამე და სიგარეტი.....
Dum Spiro, Spero.