
ერთი ისტორია გამახსენდა:
ორთაჭალის ავტოსადგურთან რომ თაღლაურა იყო, მანდ პურსა ვჭამდით ერთხელ.
ხოდა შევჭამეთ რაცა გვქონდა სუფრაზე, კი შეუკვეთავდით კიდე, მარა აღარც გვინდოდა მეტი და თან უკვე მალე უნდა დაკეტილიყო და ცხელებზე შეკვეთებს აღარ მიღებდნენ.
გამოვედით და კიდეც გადაკეტეს კარები შიგნიდან, ბოლო სტუმრები ჩვენ ვიყავით დარჩენილი.
ვასოც იქ იყო მაშინ და მთელი სუფრა გაიძახოდა გლანდი მოლი გაიხსნა და წავიდეთ ვნახოთ, წავიდეთ ვნახოთო.
ეხლა რომ მოვრჩით და წამო ჰა და ვნახოთ ერთი რა მოლია-მეთქი.
არადა თვითონ უკვე ჰკიდია ეგ მოლი, ერთი სული აქვს სადმე დაწვეს, ისეა მითიშული.
წავედით ლადოს ლანჩიათი, მაგას ნაღველი ჰქონდა ახალი ამოჭრილი და არ დაულევია, რესტორანშიც ტყუილად იჯდა, ხათრისთვის გამოგვყვა კი არადა წაგვიყვანა

მივედით შუაღამისას ამ გლდანი მოლში და დაკეტილი დაგვხვდა, კაცო! არ გვიშვებენ
როგორი ამბავია - ორთაჭალიდან წავედით გლდანი მოლში და რომ არ შეგიშვებენ?!
თან მე რუსთავში ვარ წასასვლელი და ხო წარმოგიდგენიათ ორთაჭალიდან რამხელაზე დავიგრძელე გზა და თურმე ტყუილად?
ხოდა წავკარი ხელი ამ ვასოს, ადე ბიჭო, მოვედით და არ გვიშვებენ ამ შენ გლდანი მოლში-მეთქი!
გადმოვიდა ვასო მანქანიდან, მიადგა კარებს და დაცვას უყვირის: კაი, ძმაო, მაღაზიებში ნუ შეგვიშვებ, ტუალეტში შემიშვი, მოვჯვამ და გამოვალო