ახალგარზდა ქართველი 20 წლის გოგო რუსეთში საკუთარ დაბადების დღეზე რესტორანში გარდაიცვალა
წარმოშობით სამტრედიელი 20 წლის გოგონა საკუთარ დაბადების დღეზე, მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში გარდაიცვალა. "გურია ნიუსი" ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ ცეკვავს ანა ენგიბარიანი, შემდეგ კი მოულოდნელად ეცემა საცეკვაო მოედანზე. გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ახლობლების თქმით, გოგონას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია.
გამოცემა ოჯახის ახლობლის კომენტარსაც ავრცელებს:
"ანა ენგიბარიანს საშინელმა ბედისწერამ მოსკოვში, საკუთარ დაბადების დღეზე აჭარულის ცეკვისას მოუსწრო. ამ შემზარავმა და დაუჯერებელმა ფაქტმა შავებით შემოსა გარი ენგიბარიანის ლამაზი, სამშვილიანი ოჯახი.
წარმოშობით სამტრედიელი გოგონა ასე მძიმედ დაემშვიდობა მოსკოვს, სადაც ბავშვობა გაატარა და ახლა მშობლიური სამტრედია ჩაიხუტებს მის ცხედარს" - წერს ენგიბარიანების ახლობელი.
ენგიბარიანები წლების წინ სამტრედიაში ცხოვრობდნენ. ოჯახს სამი ქალიშვილი ჰყავს და ისინი მოსკოვში საცხოვრებლად 15 წლის წინ გადავიდნენ, თუმცა მშობლიურ სამტრედიას ხშირად სტუმრობდნენ. ანა ენგიბარიანი მოსკოვის პლეხანოვის სახელობის ეკონომიკურ უნივერსიტეტში მეორე კურსის სტუდენტი იყო.
ანა ენგიბარიანის ფეისბუქის გვერდზე ბოლო პოსტი მის დაბადების დღეზე, 14 თებერვალს გავრცელდა. "20 წელიც შემომეპარა" - წერდა იუბილარი გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე. გოგონა დაბადების დღის მილოცვებს იღებდა, თუმცა შემდეგ მისი ფოტოებზე ახლობლები სამწუხარო კომენტარებს წერენ. ვარაუდობენ, რომ მოულოდნელი სიკვდილის მიზეზი თრომბი გახდა.
"სიტყვები არ მყოფნის... ვიზიარებ თქვენს მწუხარებას";
"ეს რა უბედურებაა... გუშინ დაბადების დღე მივულოცე და დღეს ოჯახის მწუხარებას ვიზიარებთ... ანანო სიტყვები არ მყოფნის, უსაზღვრო ტკივილია ყველასთვის, ვინც შენ გიცნობდა";
"თავის დაბადების დღეზე გარდაიცვალა... რა ბედის უკუღმართობაა, ასე ახალგაზრდა და ლამაზი... ღმერთო დაუმკვიდრე ცათა სასუფეველი" - წერენ ახლობლები და მეგობრები კომენტარებში.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილ გოგონას საქართველოში ჩამოასვენებენ.
https://www.ambebi.ge/article/241205-vin-iq...romelic-moskov/პ.ს რა გინდათ ხალხნო განსაკუთრებით ახალგარზდებო მაგ ყველანაირად დაწყევლილ მიწაზე? თან ოჯახებით გადასახლება? დაილია სამყაროში ნორმალური ქვეყნები წადით ევროპაში ცივილურ ხალხში და ცივილურ ქვეყანაში. რატომ უნდა გაგიჩნდეს ადამიანს სურვილი თან ახალგარზდას რუსეთში ცხოვრების?
ღმერთმა ცათასასუფეველი დაუმკვიდროს. ნათელში იყოს მისი სული
This post has been edited by ნათანია on 18 Feb 2020, 16:21