მეგობრებო,
ჩემს ნოუთბუქვს აქვს ასეთი პრობლემა:
ვეწევი ვეიპს და 1 წლის განმავლობაში სულ ზედ ვაბოლებდი ხოლმე. აქედან გამომდინარე, შიგნით დაგროვდა ზეთოვანი კონდესატი. კი ვხსნიდი და ზედაპირულად ვწმენდდი ხოლმე, მაგრამ დედაპლატამდე არასდროს ჩავსულვარ. ერთ მშვენიერ დღესაც ეკრანი აღარ ჩაირთო და ბატარეაზე აღარ მუშაობდა. სერვის ცენტრებში სიარულის სევდიან ისტორიას აღარ მოვყვები

და გეტყვით, რომ გაწმენდის შედეგად ჩვეულებრივად ამუშავდა, გარდა ერთი დეტალისა - დამტენის ინდიკატორი სულ ანათებს. იმ დროსაც, როცა დამტენი არ არის შეერთებული. შესაბამისად, ბატარეა გამორთულზეც ჯდება ხოლმე.

ხოლო, ჩართვისას წერს, (როცა დამტენი არ არის შეერთებული), რომ შეერთებული დამტენის ვატები რეკომენდირებლზე ნაკლებიო და ა.შ.

მე მგონია, რომ სადღაც კიდევ გასაწმენდია, ამოკლებს და აქედან გამომდიანრე, ნოუთბუქი აღიქვამს, რომ დამტენი სულ შეერთებულია.
თქვენ რას ფიქრობთ?
და, თუ გქონიათ გამოცდილება, ვისთან მისვლას მირჩევთ?
წინასწარ დიდი მადლობა!