რამდენიმე თემა გავხსენი ბოლო წლებში და ამით ჩემი ვალი მოვიხადე ქართველების წინაშე. ვინც წაიკითხა ეს თემები, ვეღარ იტყვის ღმერთის წინაშე რომ წარდგება, რომ არავინ მითხრა სიმართლე, ჩემს ერს მივყვებოდი, ყველანი გარბოდნენ და მეც გავიქეცი (მოლა ნასრედინის შესახებ ანეკდოტიდან).
მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა ერს აქვს თავისი Destiny (ბედი), ამერიკას აქვს Destiny, სხვებსაც აქვთ, ასევე ქართველებს. ქართველების Destiny, ჩემი აზრით, უარყოფითია და დასრულდება ამ ქვეყანაშიც და შემდგომ ცხოვრებაშიც სავალალო შედეგით (განსაკუთრებით მეორე). ამიტომ, აზრი არ აქვს ზედმეტ ჩიჩინს, როცა ღმერთი განსაზღვრავს ერის ან ქვეყნის Destiny-ს, იმის წინააღმდეგ წასვლა არ იქნება სწორი.
შედარებისთვის, აფხაზებს სხვა Destiny აქვთ. ამიტომ იყო, რომ მოხდა ასეთი რამ ბოლო თვეებში: ბიძგვინას რეჟიმმა შემოიტანა "აგენტების კანონი", სხვა რეაქციული კანონები. ქართველების ნაწილმა დაიწყო ცეკვა-თამაში, წრეში ბურთი, ასიათასიანი მიტინგები, სიმღერები, შოუები, პერფორმანსები, თელ სოფლიო აღტაცებული იყო. შედეგად - ფშიკ, კანონი მაინც მიიღეს. ქართველები არანაკლები არტისტიზმით და მგზნებარებით გადაერთვნენ ფეხბურთზე და სულ დაავიწყდათ ის კანონი ერთ თვეში.
აფხაზეთში იქაურმა ბიძგვინამ ანუ ბჟანიამ საერთოდ ვერ გაბედა პარლამენტში "აგენტების კანონის" შეტანაც კი, სამაგიეროდ, შეიტანა ე.წ. "აპარტამენტების კანონი", თუმცა შეზღუდული სახით. აფხაზებს არ დაუწყიათ შოუები, პერფორმანსები, სიმღერები, წრეში ბურთი და ა.შ. ჩაატარეს რამდენიმე მიტინგი სოფლებში, შეიკრიბნენ გვარები, უხუცესები, ინტელიგენცია, პოლიტიკოსები და... რამდენიმე დღეში ბჟანია და მისი მომხრეები იძულებული გახდნენ გაეტანათ ეს კანონი. თელ სოფლიოს არც გაუგია ამის შესახებ. :დ
აი ეს განსხვავებაა ქართველების და აფხაზების Destiny-ს შორის.
ახლა საქმე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ აზრი არ აქვს საქართველოში პოლიტიკის შესახებ კლავიატურაზე კაკუნს. იხილეთ ილიას ლექსი "ბედნიერი ერი", რომელიც სრულიად აქტუალურია დღესაც, ას რაღაცა წლის შემდეგ. იმისთვის, რომ ავინაზღაურო თქვენზე დაკარგული რამდენიმე საათი, როცა 3-4 თემა გავხსენი, ვთავაზობ სანაძლეოს - 500 დოლარის ოდენობით.
სანაძლეოს არსი მდგომარეობს იმაში, რომ "არჩევნები" უკვე დიდი ხანია ჩატარებულია და შედეგებიც დალაგებულია მონაწილეებს შორის, მთავარი შედეგი კი არის ის, რომ ქოცები ისევ იქ რჩებიან. აქ რომ 200 და 400 გვერდიან თემებს ხსნით და არჩევთ, 1 ბლოკი ჯობია თუ რამდენიმე, რაღაც პროცენტებს ითვლით, ეს ძალიან კომიკურია მეგობრებო. თუ ტრაგიკული არა. თქვენც კარგად იცით გულში, რომ "არჩევნების" შედეგები უკვე განსაზღვრულია. მაშინ რატომ აკაკუნებთ აქ და წერთ ამ კომიკურ პოსტებს და დროს ხარჯავთ? (შეგახსენებთ, დრო ყველაზე ძვირფასია ადამიანისთვის და ამხელა დროის კარგვა მსგავს სისულელეზე თვითმკვლელობის ტოლფასია).
შესაძლოა, ერთი-ორს გარკვეული პირადი დაინტერესება აქვს, მატერიალური და ა.შ. ეს კიდევ მესმის, თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც საცოდაობა, კაპიკებს შოულობდე ასეთი ბინძური საქმიანობით. მაგრამ კიდევ უფრო საცოდაობაა იმათი ყურება, ვინც ყოველგვარი ანაზღაურების და დაინტერესების გარეშე აკაკუნებს აქ და წერს პროსტინებს... ეს კოლექტიური ტერები, ჩომბეები და სხვები (ვახსენებ მხოლოდ არაქოცებს, იმიტომ რომ ქოცები ცხადია, ერთი არსების მიერ არიან შეპყრობილი ღიად). ამიტომ მივმართავ ბავშვებს დ ახალგაზრდებს: ბავშვებო, არ იკითხოთ ეს განყოფილება და გრუზინული ფეისბუქი პოლიტიკაზე, არ დაიღუპოთ თავი და არ დახარჯოთ დრო ამ ტოტალურ სიცრუეზე, ქართველების Destiny განსაზღვრულია და ვერავინ ვერაფერს შეცვლის. იზრუნეთ მხოლოდ თქვენს თავზე და რაც ნაკლები ძაფი და კავშირი გექნებათ ქართველების Destiny-სთან, მით უფრო მეტი შანსი, რომ საკუთარი სული გადაირჩინოთ, რაც ყველაზე მთავარია ადამიანისთვის.
მაშ ასე, ჩამოვდივარ 500 დოლარს, რომ არანაირი "არჩევნები" არ იქნება და ქოც ცესკო გამოაცხადებს შედეგებს, რაც მათ აწყობს. და ვერავინ ფეხებს ვერ მოჭამს და ჟოპოები ცოტა ხნის წიკვინის შემდეგ ისევ ჩვეულებრივად შექანდებიან პარლიამენტში.
ვინც ხართ აქ, ყველაზე აქტიური მოკაკუნეები და პროცენტების მთვლელები და "პროგნოზისტები", შეიკრიბეთ რამდენიმე კაცი და გამო... კი არა და, დადეთ 100-100 დოლარი ან 50-50 დოლარი, ნუთუ ეს თანხაც არ გაქვთ? :დ აგერ ტერა ბატონი გერმანიაში ყოფილა და არ უნდა გაუჭირდეს 100 ევროს დადება. რა იყო, შეგეშინდათ? აბა რას აკაკუნებთ აქ 24 საათი და ფუჭ იმედებს აღვივებთ? იმიტომ რომ ეს არის თქვენი Destiny, ფუჭ კაკუნში და ტოტალურ სიცრუეში გაატაროთ მთელი თქვენი ცხოვრება, და მერე ხომ იცით, რით სრულდება ასეთი ცხოვრება, როცა წარსდგებით ღმერთის წინაშე?
This post has been edited by Popper on 1 Aug 2024, 10:26