masai11მადლობა. ჩემებურად, ახლახან ვამბობდი, 228 წლის 2 ჟერმინალიც მოსულა-მეთქი. ))
ფრანგული რესპუბლიკური კალენდრის მიხედვით ზუსტად 228-ნახევარი წელია.
თუ ზოროასტრის დაბადებიდან დავითვლით (რომელიც უცნობია), სადღაც 2500-3500 წელი იქნება ახლა ალბათ კალენდარზე. წლის პირველ თვეს ფრავარდინი რქმევია და ეს რაღაც კავშირში ყოფილა სიტყვასთან ფრავაში, რაც ყოფილა ინდივიდის სული. რომ გადავიკითხე ფრავაშზე სტატია, ურვანიც იყო ნახსენები და ქართულ სიტყვას, "ურვას" ანუ გლოვას, ჭმუნვას დავუკავშირე.
https://en.wikipedia.org/wiki/Fravashiამასწინ გამაოცეს თანამედროვე ადამიანის გენეტიკის მცოდნეებმა, მთელი ინდოევროპული ენები სულ რაღაც 5000 წლის წინ არსებული იამნაიას კულტურიდან მოდისო. ანუ ქართული და სვანური რომ იწყებდა გაყოფას, იმ დროს მთელი ამდენი ინდოევროპული ენის ფუძე ენა ერთი ენა იყოო. ვერ დავიჯერე, ძალიან ცოტა მეჩვენა 5000 წელი. ერთი რამ კი ფაქტია, ძველ ირანულთან/სპარსულთან მჭიდრო კავშირები ჰქონია ჩვენს ენას (აღმოსავლეთ საქართველოს ქართულს მაინც) თავის დროზე...
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)