Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
საერთო ფორუმი
->
General Discussion
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(4)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
22 საუკუნე
, :)
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Miss
Super Member
ჯგუფი: Members
Miss
Super Member
ჯგუფი: Members
წერილები: 807
წევრი No.: 1823
რეგისტრ.: 20-February 03
#300335
· 7 Dec 2003, 09:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
19- 20 საუკუნეებში რა სხვაობაც არის მე აღარ მოვყვები, ყველამ კარგად იცით, როგორ გგონიათ რა მოხდება ამ საუკუნის ბოლოს ან თუნდაც 22 საუკუნეში?? და საერთოდ როგორი იქნება მომავალი საუკუნე, თუ ასე გავაგრძელეთ განვითარება...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Miss
Super Member
ჯგუფი: Members
Miss
Super Member
ჯგუფი: Members
წერილები: 807
წევრი No.: 1823
რეგისტრ.: 20-February 03
#300361
· 7 Dec 2003, 12:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მაგ: სულ ადვილი იქნება ნებისმიერი შინაგანი ორგანოს შეცვლა, რაც თავისთავად გამოიწვევს სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას
მალე გამოიგონონ 22 საუკუნეს მოვესწროთ იქნებ
ტორემ გული მწყდება
ლოლ
QUOTE
რომ მეცნიერებმა ისწავლონ წყალბადის ატომგულის დაშლის დროს გამოყოფილი ენერგიის კონტროლი. ამის აღმოჩენა მოხსნიდა დედამიწაზე არსებული პრობლემების 99%-ს.
მაინც რას???
მაპატიე მაგრამ ამ წინადადებაში ვერაფერი გავიგე და... იქნებ ამიიხსნაა??
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
AMSTERDAMMER
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
AMSTERDAMMER
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6004
წევრი No.: 2650
რეგისტრ.: 5-September 03
#300437
· 7 Dec 2003, 15:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რა ელოდება კაცობრიობას 100 წლის შემდეგ?!
ჩემი აზრით ძალიან ბევრი ''კარგი'', მაგრამ ამავე დროს უფრო მეტი ''ცუდი''
(ეს ორი მცნება ძალიან - აბსტრაქტულია, დროისა და სხვადასხვა ფაქტორების გავლენით ერთიმეორის ადგილს ცვლიან, ანუ ის რაც ჩვენი აზრით ''ცუდია'' სულაც არ ნიშნავს რომ მერეც აღითქმება ცუდად და პირიქით)
ტექნიკისა და პროგრესის მიღწევებზე ჯერ არ შევჩერდები.
დავიწყოთ იქიდან რაც ჩემი აზრით ყველაზე მთავარია:
1991 წელს დედამიწის მოსახლება შეადგენდა 5.5 მილიარდს. სულ რაღაც ათიოდე წელიწადში ამ ციფრმა 7 მილიარდს მიაღწია და ეს ნამატი ნაწილდება აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნებზე.
კაცობრიობის ნომერი პირველი პრობლემა იქნება დედამიწის მოსახლეობის რაოდენობის ზრდა:
ა) საქმე იმაშია რომ დედამიწაზე არსებული სიცოცხლისათვის საჭირო რესურსები 1) განსაზღვრულია 2) არათანაბრადაა განაწილებული.
ბ) მოსახლეობის ზრდა გამოიწვევს დედამიწაზე არსებული ბალანსის დარღვევას და ამის შედეგად თავს იჩენს მთელი რიგი პროცესები. მაგალითად: 2015 დან გავრცელდება მთელი რიგი დაავადებები და ახალი მომაკვდინებელი ვირუსები (შიდსზე უარესი) დაიწყება ცხოველთა/მცენარეთა გარკვეული სახეობების განადგურება და გაქრობა, მასიური შიმშილობა დედამიწის გარკვეულ რაიონებში (უკვე 2010 დან გასამმაგდება) და სხვა...
მეცნიერთა მტკიცებით კულმინაცია მიღწეული იქნება, როდესაც დედამიწის მოსახლეობა 12 მილიარდს გადააბიჯებს.
ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60 - 70იან წლებში (ნავთობის კრიზისი) ჩატარებული იქნა გამოანგარიშები, რის შემდეგაც შეიქმნა კაცობრიობის განვითარების უნივერსალური მოდელი ე. წ.
''ოქროს მილიარდის''
იდეა.
ამ იდეის შექმნაში მთავარი როლი ეკისრა ე. წ.
''რომაულ კლუბს''
- სახელმწიფოსაშორისო ურთიერთობების საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა ფირმა ''ოლოვეტტი''ს პრეზიდენტის (აურელიუ პეჩეი) ინიციატივით. ეს ორგანიზაცია დღესაც ფუნქციონირებს და ხელმძღვანელ სტრუქტურაში რვა ადამიანი შედის და მათზე მუშაობს მრავალი ქვეყნის მეცნიერი.
გაერთიანებული ერების მონაცემებით, დედამიწაზე ნორმალური ცხოვრებისეული ციკლის განვითარებისათვის საჭიროა
ა) არსებული რესურსების რაციონალური გამოყენება
და
ბ)
''ოქროს მილიარდის''
(1 მილიარდი ) არსებობის აუცილებლობა.
ამ ტერმინის უკან (''ოქროს მილიარდი'') განსაზღვრული გეოპოლიტიკური, ეკონომიური და კულტურული კონკექციაა:
- განვითარებული ქვეყნები, შეინარჩუნებენ რა მაღალ მოხმარების დონეს საკუთარი მოსახლეობისათვის, სამხედრო და ეკონომიური ბერკეტების მეშვეობით ეყოლება დარჩენილი მსოფლიო განუვითარებელ მდგომარეობაში ნედლეულის მოპოვებისა და ნარჩენების გადამამუშავებელი ფუნქციის შესასრულებლად.
ამ ''გაყინული'' სახელმწიფოების მოსახლეობა აღმოჩნდება ისეთ პირობებში რომ დაიწყებს დეგრადაციას და დაკარგავს რაიმე ღირებულობას ''პირველი მსოფლიოსათვის'' (ოქროს მილიარდი), მაგრამ ამავე დროს შექმნის მთელ რიგ პრობლემებს. ამიტომ ახალი სოციალური ტექნოლოგიის გამოყენებით მოსახლეობის ეს ნაწილი უნდა შემცირდეს.
მიზანი: მწარმოებელ/ფინანსურ ელიტის მიერ კონტროლის შენარჩუნება ბუნებრივ რესურსებსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.
ვიცი რომ ეს ყველაფერი ძალიან აგრესიულად და ჩვენთვის მიუღებლად ჟღერს,
მაგრამ რას გავაწყობთ - ასეთია რეალობა.
--------------------
The God became the person, that the person became the god
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
OtsnebisQali
Contradiction
ჯგუფი: Members
OtsnebisQali
Contradiction
ჯგუფი: Members
წერილები: 35408
წევრი No.: 1604
რეგისტრ.: 18-January 03
#300439
· 7 Dec 2003, 15:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
AMSTERDAMER...
აბსოლუტურად მართალი ხარ, და ის ზღაპრები და მაღალი ლამაზი იდეები მფრინავი მანქანებისა და რობოტი-დამლაგებლების შესახებ მხოლოდ სასაცილო ნაწილია ამ რეალობისა.
ერთია კიდევ, რომ გასულ საუკუნეში მეცნიერები თვლიდნენ XXI საუკუნისათვის გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო შიდსით დაავადებული და შეცდნენ....იქნებ ახლაც ასე მოხდეს, იმედი ვიქონიოთ.
--------------------
Вилка и Джамчурчели Ltd.
O Tempora! O Mores!
-------------------------------
GET "LOST"!
Draco Dormiens Nunquam Titillandus
WWW.ZERE.GE
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
white
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
white
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 31424
წევრი No.: 2318
რეგისტრ.: 17-June 03
#300441
· 7 Dec 2003, 15:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მოდი მე ჩისტა ტექნიკურად მივუდგები ამ საკიტხს
1. დედამიწას შეუძლია ამ რესურსების პირობებში გამოკვებოს მაქსიმუმ 25 მილიარდი ადამიანი, მაგრამ ეს რაოდენობა ხალხისა დედამიწის რესურსებს გაანადგურებს დაახლოებიტ 80-100 წელიწადში, ამიტომ უახლოესი 2 საუკუნის მანძილზე უნდა გამოვიგონოთ ენერგიის ახალი წყარო, ყველაზე კარგი ალბათ მართლა მზის ენერგია და წყალბადია, მაგრამ წყალბადის ენერგიის გაკონტროლება არც ისე ადვილია რადგან როცა გამოიგონეს ატომური ბომბი სულ რარაც 10 წელიწადში შექმნეს ატომური ელ-სადგურიც ხოლო წყალბადის ბომბის გამოგონების შემდეგ უკვე 50 წელია გასული და შედეგი კვლავ არ არის
2. აგრეთვე ტექნიკის განვიტარების სისწრაფეს თუ გავიტვალისწინებტ სულ მალე თიტქმის ყველაფერი ავტომატიზირებული ქნება, და ცოცხალი სამუშაო ძალა არარ დაგვჭირდება, რას მივირებტ აქედან? სად უნდა დასაქმდეს ხალხი? ამ კიტხვებზე პასუხის გაცემა ძნელია
3. კოსმონავტიკის განვითარება
აქაც ალბათ დიდი ნახტომები იქნება რადგან თუ გადავალთ რობოტების სამყაროში მაშინ არარ იქნება პრობლემა სხვა პლანეტების ატვისებაში
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
AMSTERDAMMER
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
AMSTERDAMMER
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6004
წევრი No.: 2650
რეგისტრ.: 5-September 03
#300447
· 7 Dec 2003, 15:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
white
კარგია თუ ის მოხდა და ეს მოხდა
მაგრამ სამწუხაროდ რეალურად მოვლენები სხვანაირად ვითარდებიან.
დედამიწაზე ბუნებრივი არსებული რესურსები არათანაბრადაა გადანაწილებული, ხოლო იმისათვის რომ მოხდეს მათი რაციონალურად გამოყენება აუცილებელია ცენტრალური ხელმძღვანელობა.
''კოსმოსური ნახტომების'' რა მოგახსენო... დღეს დღეობით იგივე ამერიკელი მთვარეზეც კი ვერ მიფრინავს ... იქნემ მარსმა გაამართლოს მაგრამ ამას დრო სჭირდება, ხოლო პრობლემა უკვე აქტუალურია.
დააკვირდი მსოფლიოში დაწყებული გადანაწილების პროცესებს.
დავივიწყოთ დემოკრატიის ლოზუნგები, ცისფერი ჩაფხუტები და რეალურად შევხედოთ ამერიკის სწრაფვის მთავარ მიზანს - ''ერთიანი მმართვლელი სისტემის'' შექმნა.
გავიხსენოთ ბუშის ფრაზა:
- ვინც ჩვენთან არაა, ის ჩვენს წინააღმდეგაა!
* * *
ჩემი აზრით ეს ფრაზა არა მარტო ტერორიზმთან ბრძოლას გულისხმობდა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Miss
Super Member
ჯგუფი: Members
Miss
Super Member
ჯგუფი: Members
წერილები: 807
წევრი No.: 1823
რეგისტრ.: 20-February 03
#300449
· 7 Dec 2003, 15:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მდა... ამ ყველაფერს თუ გავითვალისწინებ ოქროს შუალედში დავბადებულვარ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
OtsnebisQali
Contradiction
ჯგუფი: Members
OtsnebisQali
Contradiction
ჯგუფი: Members
წერილები: 35408
წევრი No.: 1604
რეგისტრ.: 18-January 03
#300451
· 7 Dec 2003, 15:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Miss
ნუ ჩვენ იმ "სავალალო" დროს ვერ მოვესწრებით
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
AMSTERDAMMER
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
AMSTERDAMMER
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6004
წევრი No.: 2650
რეგისტრ.: 5-September 03
#300456
· 7 Dec 2003, 16:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Miss
QUOTE
ოქროს შუალედში
- ალბათ საჭიროა რომ პირდაპირ ''ოქროს მილიარდში'' მოვხვდეთ
თორემ იმას რასაც ჩვენ შეიძლება მხარი ავუაროთ, ჩვენი შვილები კი (თავის შვილებით) კონკრეტულად მოესწრებიან ამ უსიამოვნო მოვლენების დასაწყისს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#300520
· 7 Dec 2003, 18:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Vakho77
რითი ვცხოვრობთ უკეთეს სამყაროში ვიდრე 100 წლის წინ? ჯერ კიდევ მაშინ არტო წერდა ისტერიულ ეპოქაში ვცხოვრობთო, ეხლა ისტერიულიც აღარაა, ერთი გაწონასწორებული ადამიანი აღარ დადის ქვეყანაზე, ნევრები.. ნევრებია ყველგან გაშიშვლებული... ვინც არ გაძვრება ხვრელში ვსო ის მოკვდება ეგეთი პერსპექტივა იხატება... ოი ბლია... მე მოვკვდები... თქვენ ეცადეთ...
--------------------
https://marebito75.deviantart.com/gallery/
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#300524
· 7 Dec 2003, 18:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Vakho77
გგონია ბუმბულით წერა რაიმე დიდი ტანჯვა იყო თუ როგორ? აგე პუშკინიც ბატის ბუმბულით წერდა მაგრამ ეგ ნამდვილად არ ადარდებდა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
AMSTERDAMMER
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
AMSTERDAMMER
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6004
წევრი No.: 2650
რეგისტრ.: 5-September 03
#300525
· 7 Dec 2003, 18:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ეს ხომ ფაქტია, რომ დედამიწის მთელი მოსახლეობა საბოლოო ჯამში გაცილებით უკეთ ცხოვრობს დღეს, ვიდრე თუნდაც ამ 100 ან 50 ან 30 წლის წინ ცხოვრობდა.
დედამიწის მოსახლეობის რა რაოდენობას შეუძლია სრულად დაიკმაყოფილოს (და არა შეზღუდულად, როგორც გამოვა იაფად რასაც წააწყდება) მოთხოვნილება საკვებზე? (აღარაფერს ვამბობ ჩასაცმელსა და ნივთებზე)
ამერიკა + ევროპა + იაპონია? გაწი გამოწი მარტო ინდოეთის (აღარაფერს ვამბობ ჩინეთსა, აფრიკასა, აზიასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებზე... იგივე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე) მოსახლეობას (მილიარდზე მეტი) გადააბიჯებს.
სხვათაშორის ''ოქროს მილიარდის'' იდეა მე არ მეკუთვნის და არც რაიმე სექტას...
ეს სავსებით სოლიდური ხალხის გათვლებია (რაზეც ზევით ვილაპარაკე) და ამასზე მეტყველობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურების გამოკვლევები.
QUOTE
დედამიწაზე ბუნებრივი არსებული რესურსები არათანაბრადაა გადანაწილებული, ხოლო იმისათვის რომ მოხდეს მათი რაციონალურად გამოყენება აუცილებელია ცენტრალური ხელმძღვანელობა.
- დაარქვით იგივე ''გლობალიზაცია'' მნიშვნელობა არა აქვს... შეხედეთ დღევანდელი ამერიკისა და ევროპის ეკონომიკას. სიტუაცია საგანგაშოა. თუ ევროპის ეკონომიკას დროებით გამოასწორებს ახალი ქვეყნების შესვლა მის გაერთიანებაში და მოხდება ამით დაბალანსირება, მაშიმ ამერიკას ისღა დარჩენია რასაც დღეს აკეთებს. ყველასათვის ნათელია რომ ჰუსეინა მხოლოდ მოგონილი ზღაპარია, ისე როგორც სხვა ბევრი რამ... მაგრამ კონგრესი ფულს არ ზოგავს დაწყებული პროცესების გასაგრძელებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკის ეკონომიკა (შეიძლება ითქვას დღევანდელი ცივილიზაციის ეკონომიკა) რეალური, სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.(თუმცა ისედაც დიდი ხანია საფრთხეშია)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#300527
· 7 Dec 2003, 18:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Vakho77
ესე გაქრა ეპისტოლარული ლიტერატურა. ძალიან ლამაზი და საიტერესო ჯანრი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
white
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
white
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 31424
წევრი No.: 2318
რეგისტრ.: 17-June 03
#300528
· 7 Dec 2003, 18:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
AMSTERDAMER...
არც მთლად ეგრე არის საქმე, რა უნდათ ამერიკელებს მთვარეზე? რა დაგვრჩენია მანდ? მე შენ გეტყვი მდიდარი წიაღისეული აქვს მთვარეს და წყლის მაგივრად ნავთი მოჩქეფს. მარსი ცოტა სხვა რამეა, სხვათა შორის მარსის ათვისებაზე რარაც წიგნი მაქვს წაკიტხული თუ ვიპოვე ზუსტად დავწერ მერე რაც წრია, მაგრამ დაახლოებით მოცემული იყო თუ როგორ შეიძლება მარსი დასახლებულ პლანეტად იქცეს, აი მარსის ათვისება ნაღდად კარგი იქნებოდა რადგან სატურნის შემდეგ მანდ ყველაზე მეტი ურანია წიაღისეულში ასევე ბევრი ოქრო და პლატინა
რაც შეეხება მომავალი მსოფლიოს ტერიტორიულ მოწყობას მანდ გეთანხმები ყველაფერი ბოლო ბოლო ერტი ერთიანი სახელმწიფოს მოწყობამდე მიდის რომელშიც იქნება ავტონომიური ელემენტები მაგრამ ეს ძალიან შორეული მომავალია და არ მგონია 1-2 საუკუნეში განხორციელდეს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
PANTALONE
ქჟიშტოფ ხლოპეცი
ჯგუფი: Members
წერილები: 21567
წევრი No.: 1129
რეგისტრ.: 25-July 02
#300534
· 7 Dec 2003, 18:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
white
მთავრეზე რაც უნდოდათ გასაგებია, პირველობა ჭირდებოიდათ. მარსზე შეიძლება წიაღისეული უნდათ, სხვაგან კიდევ რაღაც სხვა... მაგრამ მთავარია ადამიანის გონება დაკავდეს, თუ უნდა მზეზე დასახლებაზე იფიქრონ, არ უნდა დაიკარგოს ოცნება, ყველფერი არ უნდა დავიდეს ავტომატიზირებულ პროცესამდე, ესე უაზრო ხდება ცხოვრება...
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
General Discussion
|
იქით
»
Pages:
(4)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0436 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.