აი ეს ფიფიას რომ აგინებთ დაუსრულებლად, მაგის ფენომენი ვერ გავიგე ბოლომდე და იქნებ ამიხნათ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებულებმა.
გასაგებია რომ როგორც კლუბის მეპატრონე და პროფესიონალური საფეხბურთო კლუბის მენეჯერი სუსტია. ეგ ცალკე თემაა.
მაგრამ. რომ აგინებთ "მოშორდეს დინამოს" და ა.შ. არ გიფიქრიათ:
1. ყიდვამდეც და ყიდვის შემდეგაც: ვის რა ჩემ *** უნდა დინამო?
2. ფიფიას რომ არ ეყიდა დინამო და მიეხედა
ა. მოაღწევდა კი საერთოდ აქამდე?
ბ. იქნებოდა თუ არა ქობულეთის შუქურას დონეზე? როგორც ინფრასტრუქტურით, ისევე შედეგებით.
ისეთ სურათს ხატავთ თითქოს უამრავი მსურველი ყავს დინამოს, ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებენ და ფიფია არ ყიდის, ძირავს

ქართული ფეხბურთის მთავარი მტერია პროფესიონალი ფუნქციონირების არარსებობა. არ გვყავს მენეჯერები და მაგას მხოლოდ გადამზადებული მწვრთნელები და საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ვერ უშველის. მანქანის მართვა თუ არ იცი, ფერარიზე დაჯექი და გინდ ვოლგაზე.
This post has been edited by მ.დ.უ on 4 Feb 2020, 20:00