ესე იგი რა ხდება.
კორონავირუსის დიაგნოსტიკისათვის საჭიროა ე.წ. Realtime PCR + სხვადასხვა რეაქტივები. ეს მოწყობილობა ღირს 60-70 ათასი $. რეაქტივებიც 2-3 ათასი დაჯდეს. გზიან ყველაფრიანად უხეშად ვთქვათ 80000$. მოხმარება ძალიან ადვილია, საშუალო დონის ლაბორანტიც კი გაქაჩავს.
ერთ ჯერზე იდება 96 სინჯი, სადღაც 4 საათი უნდა დიაგნოსტიკას. თუნდაც 10 ლარი რო დაადოთ (არადა ხალხი 50 -საც გადაიხდის - ვთქვათ დაჩქარებისათვის) ერთ ანალიზს, სუტკაში დადებს მინიმუმ 5760 ლარს. ანუ 1 თვეში თავის ხარჯს ამოიღებს და სუფთა მოგებაზე წავა.
თუ ყიდვის თავი არ გაქვთ, როგორც ვიცი, ილიაუნიში, ბაქტერიოფაგში და აგრარულშიც აქვთ, უბრალოდ მაგათ ლიცენზია არ აქვთ და ანალიზებს ვერ გააკეთებენ, ხოდა მაგათგან მაინც იქირავეთ