#55896886 · 26 Feb 2020, 23:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით, 12 წელი ვიღებ ცეტირიზინს, რომელიც არის ზოგადი ალერგიის საშუალება. არასდროს ალერგიაზე არ მქონია გამოკვლევა, ჩემი სიზარმაცის, ქვეყანაში არ ყოფნის და სხვა მიზეზების გამო. ახლა ვარ 17 კვირის ფეხმძიმედ და ცეტირიზინი ზოგადმა პრაქტიკანტმა შემიცვალა პირიტონით, რომელიც არის ქლორფენამინის (chlorphenamine) ჯგუფის წამალი. თუმცა ჩემი კვლევებით (მე ექიმი არ ვარ) დავადგინე რომ პირიტონი არ არის უსაფრთხო ორსულობის პერიოდში, თუმცა იყენებენ ცეტირიზინს პოლენის ალეგიის წინააღმდეგ (არა ასე, ინტენსურად როგორც მე - მე მჭირდება წამალი ყოველ დღე).
მინდა ვიკითხო თუ ვინმეს ჰქონია მსგავსი შემთხვევა და თუ არის კვლევა, ან ვისთან შესაძლებელია მისვლა? არიან კი კლინიკები ჩვენთან რომლებიც სპეციალიზირდებიან ალერგია ორსულობის პერიოდში?
მადლობა წინასწარ ყველას იდეებისა და რჩევისათვის.
|