გურამ გეგეშიძე გარდაცვლილა 2 მარტს...
"მწერალი გურამ გეგეშიძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რომანების დიდოსტატი – ასე უწოდებდნენ მას მკითხველები. ბეჭდვა განახლებულ ჟურნალ „ცისკარში“ დაიწყო გურამ რჩეულიშვილთან ერთად. მისი პირველი მოთხრობა იყო „სანამ ერთად ვართ“. 1982 წელს დაწერილი რომანი “ხმა მღაღადებლისა” – მისი შემოქმედების სავიზიტო ბარათად იქცა.
ინფორმაცია გურამ გეგეშიძის გარდაცვალების შესახებ მწერალმა მალხაზ ხარბედიამ გაავრცელა:
“გურამ გეგეშიძე წავიდა. კიდევ ერთი რომანის ადამიანი.
რომანები წერეთ. სხვა დანარჩენი დროის კარგვაა… ეცადეთ, კარგი რომანები წეროთ, ნუ ახალტურებთ. მოწამლული რომანები წერეთ…” გურამ გეგეშიძე დაიბადა 1934 წლის 21 ივლისს, თბილისში, ექიმის ოჯახში. დაამთავრა თბილისის პირველი ვაჟთა სკოლა, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1957 წელს და მოსკოვის უმაღლესი სასცენარო კურსები 1962 წელს.
წლების განმავლობაში მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. იყო რუსთაველის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
ბეჭდვა დაიწყო 1957 წელს განახლებულ ჟურნალ „ცისკარში“ გურამ რჩეულიშვილთან ერთად. პირველი მოთხრობა „სანამ ერთად ვართ“ დაწერა 1957 წელს, რომელიც ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა. პირველი წიგნი – „მზეა, თბილა“ 1965 წელს დაწერა. ეს იყო პირველი ნაბიჯი მაშინ გაბატონებული, ეგრეთ წოდებული სოციალისტური რეალობის მარწუხებიდან ქართული პროზის თავდაღწევისა, რამაც დასაბამი მისცა სალიტერატურო ასპარეზზე ახალი თაობის შესანიშნავი ქართველი მწერლების გამოჩენას.
გამოქვეყნებული წიგნები: „მზეა, თბილა“ – მოთხრობების კრებული(1965; ) „ცოდვილი“ – რომანი (1966);
„სიშორე“ – მოთხრობების კრებული (1967); „შურისძიება“ (1968); „დევნილი“ – მოთხრობა (1968);
„სტუმარი“ – რომანი (1970); „მოთხრობები“ (1971).
რომანების ტომი სათაურით – „ორი რომანი“ (1978); „ხმა მღაღადებლისა“ – რომანი (1982); „აპრილი“ – მოთხრობების კრებული (1985); თხზულებათა „ერთტომეული“ (1987); „ჟამი“ – მოთხრობები (1989);
პუბლიცისტურ-კრიტიკულ თხზულებათა კრებული – „სიტყვები“ (1990); „სისხლის წვიმები“ – რომანი (1993); “ნაცრის კოშკი” – რომანი (2001); „დევნილი“ და სხვა მოთხრობები (2009).
ფილმოგრაფია:
„კაშხალი მთაში“, სცენარის ავტორი, 1979 წ.
„დიდი მწვანე ველი“, როლი: მთავარი გეოლოგი, 1967 წ.
მე მისი მოთხრობები მაქვს წაკითხული, ერთ-ერთი აქ დევს:
შურისძიებავინც იცნობთ მის შემოქმედებას, წაგიკითხავთ მისი რომანები, მოგისმენთ ინტერესით და სიამოვნებით.