Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ფსიქოლოგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(84)
« პირველი
...
7
8
[9]
10
11
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
სუიციდი ნაწილი VIII
, თვითმკვლელობა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 726
წევრი No.: 254204
რეგისტრ.: 12-December 19
#56510357
· 5 Jul 2020, 22:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჯერ დღე არ გასულა, დილით სიკვდილზე ვფიქრობდი, აზრები დახშული მქონდა.
დღის ბოლოს კი ისევ ისეთი ენერგიის და მუხტის მოწოლა ვიგრძენი, თითქოს დაიწმინდა ყველაფერი.
რაც მთავარია ადრე თუ გარკვეულ პერიოდებში მქონდა, ბოლო დროს ლამის ყოველდღე ამ მონაცვლეობაში ვარ - თვითგანადგურების სურვილი და ენერგიით შევსება-სტაბილიზაცია.
მგონი ჩემი მიდრეკილება თვითმკვლელობისადმი სინამდვილეში დაუსრულებელი მცდელობებია ცნობიერების შეცვლის, განახლების, დამუშავების.
მე თვითონ ვიქმნი კრიზისს, ვალპობ ჩემში რაც მოძველდა, რომ მტკივნეულად მოვიშორო მოძველებული და ისევ მოვძლიერდე.
საქმე ის არის რომ ამის გარეშე არ შემიძლია, ჰაერივით მჭირდება საკუთარი თავის წამება, რომ მორიგი გამონათება მივიღო.
სიგიჟეა... და ამ სიგიჟის გარეშე არ შემიძლია.
ენით აღუწერელი კონცენტრაციაა, როცა ამ ქაოტური და დამძიმებული მდგომარეობიდან გამოდიხარ...
და ვინც ამას გავდივართ და ვძლიერდებით, ჩვენს მდგომარეობაში მყოფ სხვა ადამიანებსაც უნდა დავეხმაროთ რომ თვითონაც გაიაზრონ ამ რიტუალური კვდომა-გაცოცხლების აუცილებლობა, რომ წინ წაიწიონ...
დაგეხმარო რომ შენც მოკლა შენში ის რაც მოძველდა და დალპა, რათა შემსუბუქდე და რეგენერაცია განიცადო...
--------------------
"რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს,
ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს..."
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GIGABYTE77
ქასთმ მემბრ თაითლ
ჯგუფი: Registered
GIGABYTE77
ქასთმ მემბრ თაითლ
ჯგუფი: Registered
წერილები: 726
წევრი No.: 132661
რეგისტრ.: 18-June 11
#56514840
· 6 Jul 2020, 22:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლეოპარდი
ჰო, ნაცნობი რამაა რაც თქვი. საკითხავია რამდენჯერ უნდა მოკვდე რომ დაისვენო ბოლოს და ბოლოს კაცმა. თუმცა ალბათ იმ, ბოლო სიკვდილამდე არც კი უნდა იოცნებო დასვენებაზე.
--------------------
"ვინ ვარ მე, ჩემმა მზემ?" - ქალბატონი მზევინარი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 726
წევრი No.: 254204
რეგისტრ.: 12-December 19
#56514962
· 6 Jul 2020, 23:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
GIGABYTE77
QUOTE
ჰო, ნაცნობი რამაა რაც თქვი. საკითხავია რამდენჯერ უნდა მოკვდე რომ დაისვენო ბოლოს და ბოლოს კაცმა. თუმცა ალბათ იმ, ბოლო სიკვდილამდე არც კი უნდა იოცნებო დასვენებაზე.
არა. დასვენება არ არის. ან რასაც დასვენებას ვეძახით, ეს უბრალოდ გონების გათიშვაა, რაზეც მაინც დაფიქრდები ადრე თუ გვიან. უბრალოდ ყველას თავისი საფიქრალი არ ასვენებს. არც უნდა დაისვენო, უბრალოდ თვითრეალიზაციაში უნდა იწვოდე მუდმივად. როცა ვერ რეალიზდები, ხვდები რომ რისთვისაც ხარ იმას ვერ ასრულებ, ლპობა გეწყება...
რაც წელს აირია ყველაფერი და სამუშაოს გარეშე დავრჩი და გავხდი მთლიანად უფუნქციო, ქალაქგარეთ ჩემს აგარაკზე განვმარტოვდი და განტვირთვის სამი საშუალება დარჩა: ჩემთვის საყვარელი სახლის და ჩემი ბაღის მოვლა, ბუნებასთან ურთიერთობა, წიგნები და მუსიკა... ერთის მხრივ ბევრი რამისგან განვიტვირთე ბუნებასთან ურთიერთობაში, მაგრამ მეორე მხრივ ასეთ სიტუაციაში იმდენი ფიქრები მოდის მოცლილობისას...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დოჩანა
anything you can do, I can do better
ჯგუფი: Registered
დოჩანა
anything you can do, I can do better
ჯგუფი: Registered
წერილები: 3526
წევრი No.: 233165
რეგისტრ.: 21-June 17
#56540985
· 12 Jul 2020, 16:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ამდენი ნარკომანი თუ იყო ირგვლივ არ ვიცოდი. ყველა მეორე უბანში მეტადონის პროგრამაშია ამ ქვეყანას არაფერი ეშველება.
--------------------
All I need is all I got!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
NimFadora
Super Member
ჯგუფი: Registered
NimFadora
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 473
წევრი No.: 257286
რეგისტრ.: 6-June 20
#56549729
· 14 Jul 2020, 14:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გუშინ სახურავზე ავედი ვიდექი და ვფიქრობდი რა ადვილია უბრალოდ ერთი ნაბიჯი წინ და ყველაფერი მორჩა.... სრული სიმშვიდის შეგრძნება.. .უემოციობა... უბრალოდ ჩემი შვილი მიყურებდა ქვემოდან და არ გავიმეტე ,ვერ კიარა არ გავიმეტე... აღარც შვილები მიხარია არადა ყველაზე მეტად ესენი მიხაროდა ცხოვრებაში.. ყველანაირი გრძნობისგან და ემოციისგან დაცლილი ვარ . ყველაფერი სულერთია... გარეგნულად თითქოს არაფერი მეტყობა მაგრამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ რომ უნდა გავაკეთო, რობოტივით.არადა ძლიერი ადამიანი ვარ თითქოს,ვერც ცხოვრების ეული პრობლემები მთრგუნავს , მაგრამ ამ მდგომარეობამდე ადამიანებმა მიმიყვანეს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დოჩანა
anything you can do, I can do better
ჯგუფი: Registered
დოჩანა
anything you can do, I can do better
ჯგუფი: Registered
წერილები: 3526
წევრი No.: 233165
რეგისტრ.: 21-June 17
#56550953
· 14 Jul 2020, 18:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ძალიან დავიღალე ერთი და იგივესგან. გამოსავალს ვერ ვპოულობ. არც სუიცდია გამოსავალი, მარა თანდათან იმედიც მეკარგება. უძრაობის ხანაა რამდენი ხანია. რაღაც მაინც დაიძვრებოდეს..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Blackmatter
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Blackmatter
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1580
წევრი No.: 256920
რეგისტრ.: 19-May 20
#56551960
· 14 Jul 2020, 22:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დოჩანა
არაფერიც არ დაიძვრება, სანამ შენ თავად არ დაიძვრები.
* * *
NimFadora
უსაქმური ხარ?
გააკეთე რამე, ისწავლე, შექმენი. მერე შენი შვილი შემოგხედავს და იგივეს მოიმოქმედებს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
NimFadora
Super Member
ჯგუფი: Registered
NimFadora
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 473
წევრი No.: 257286
რეგისტრ.: 6-June 20
#56554789
· 15 Jul 2020, 15:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Blackmatter @ 14 Jul 2020, 22:38 )
NimFadora
უსაქმური ხარ?
გააკეთე რამე, ისწავლე, შექმენი. მერე შენი შვილი შემოგხედავს და იგივეს მოიმოქმედებს.
უმუშევარი კი უსაქმური არა ... ვაკეთებ ბევრს .. სწავლას გულს ვერ ვუდებ კიარადა ვეღარაფერს ვუდებ გულს ცხოვრებაში.. ერთ ადგილას გაჩერება არ შემიძლია , მაგრამ გაქცევაც არ შემიძლია, საკუთარ თავს ვერსად გაექცევი... შვილებისთვის არაფერი შეცვლილა , ისევ მხიარული, მოყვარული და ენერგიული დედა ვარ, ოღონდ აქამდე ამ ყველაფერს სიამოვნებით ვაკეთებდი, ახლა კიდე იმიტომ ვაკეთებ რომ არ მაქ უფლება ჩემი უმწეობის გამო ამათ სიცოცხლე გავუმწარო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ronald_wesley
ტემარტისტი
ჯგუფი: Members
ronald_wesley
ტემარტისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 18529
წევრი No.: 187156
რეგისტრ.: 6-June 14
#56557992
· 16 Jul 2020, 04:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ყველა ადამიანს უფიქრია ნუ ნააბორტალებს და ჩვილობაში მკვდრების გარდა ალბათ.
მაგრამ ვფიქრობ ყველაზე უიმედო იმ ადამიანის დაცვაა სუიციდისგან ვისაც მოყირჭდა სიცოცხლე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დოჩანა
anything you can do, I can do better
ჯგუფი: Registered
დოჩანა
anything you can do, I can do better
ჯგუფი: Registered
წერილები: 3526
წევრი No.: 233165
რეგისტრ.: 21-June 17
#56558003
· 16 Jul 2020, 04:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Blackmatter
მ ედიდი ხანია დაძრული ვარ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 726
წევრი No.: 254204
რეგისტრ.: 12-December 19
#56558702
· 16 Jul 2020, 12:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
NimFadora
QUOTE
აღარც შვილები მიხარია არადა ყველაზე მეტად ესენი მიხაროდა ცხოვრებაში
შვილების მიმართ კი არ იცვლება გრძნობები ასეთ მდგომარეობაში, არამედ თავად ადამიანშია დარღვეული წონასწორობა და ეს აისახება ემოციების გამოხატვაშიც, უბრალოდ ძალა აღარ არის თითქოს რომ ვინმეს მიმართ სიყვარული გამოხატო, იმდენად გიჭირს ერთმანეთთან დაკავშირება სასურველის და რეალურის, შენთვის ღირებულის და მეორე მხრივ იმის თუ რა როლი გიწევს ცხოვრებაში. ეს ის მდგომარეობაა, თითქოს გაითიშე და გამოძახილს ვერ პოულობენ სხვები შენში. საკმარისია კონსტრუქტორის დეტალებივით ერთმანეთს ზუსტად დაამთხვიო ის ნაწილები, რაც აცდენილია შენში და აღიდგინო წონასწორობა, რომ ეგრევე გაცოცხლდება შენში დედობრივი და სხვა იმპულსებიც.
ოღონდ ვეღარასოდეს იქნები ის, რაც იყავი მანამდე. ვეღარასოდეს შეხედავ სხვებსაც ისე როგორც უწინ უყურებდი. სხვა ხედვა იხსნება. და როგორი იქნება ეს ხედვა რომელიც გაგეხსნება, უკვე შენზეა დამოკიდებული. ყველა შემთხვევაში ადამიანები ვიცვლებით მუდმივად, უბრალოდ არის გაცნობიერებული ცვლილება, როცა ჩვენით ვიწყებთ საკუთარი თავის დამუშავებას. ამ ეტაპზე ხარ შენც.
QUOTE
გუშინ სახურავზე ავედი ვიდექი და ვფიქრობდი რა ადვილია უბრალოდ ერთი ნაბიჯი წინ და ყველაფერი მორჩა.
შენს წარმოდგენაში რიტუალურად უკვე მოიკალი თავი. ახლა იმის გაცნობიერება დაგრჩა რა უნდა მოკლა შენში ისეთი, რაც უკვე მოძველდა და გამოსაცვლელია, თორემ ჩაგითრევს უფრო მეტად. რაღაცას უნდა გამოემშვიდობო შენში.
QUOTE
უბრალოდ ჩემი შვილი მიყურებდა ქვემოდან და არ გავიმეტე ,ვერ კიარა არ გავიმეტე
ისიც უნდა გაიაზრო, რომ არა მარტო შენს დედობრივ ფუნქციებს, არამედ ნებისმიერ ქმედებას სამყაროს მიმართ ვერ შეასრულებ, უბრალოდ გაიჭედები, თუ შენ თვითონ არ დალაგდები, თუ შენ თვითონ არ მოხვედი საკუთარ თავთან ჰარმონიაში. არა მარტო შვილი, ადამიანს ყველაფერი შეიძლება ჰქონდეს მიღწეული და მაინც ფიქრობდეს თავის მოკვლაზე, რადგან გარესამყაროსთან ჰარმონია არ ნიშნავს აუცილებლად შიგნით საკუთარ თავთან ჰარმონიას. ღირებულებების გადაფასების დრო მოვიდა...
QUOTE
არადა ძლიერი ადამიანი ვარ თითქოს,ვერც ცხოვრების ეული პრობლემები მთრგუნავს , მაგრამ ამ მდგომარეობამდე ადამიანებმა მიმიყვანეს
არ კმარა მხოლოდ იმის შეგრძნება, რომ "ძლიერი ვარ". ეგ ძალა რისკენ და ვისკენ უნდა მიმართო და რა პრობლემა უნდა გადაწყვიტო, ეს წყვეტს მაგ ძალის ნამდვილ რეალიზებას. წინაამღდეგ შემთხვევაში არარეალიზებული ძალაც ანგრევს ადამიანს შიგნიდან.
QUOTE
ვეღარაფერს ვუდებ გულს ცხოვრებაში.. ერთ ადგილას გაჩერება არ შემიძლია , მაგრამ გაქცევაც არ შემიძლია, საკუთარ თავს ვერსად გაექცევი
ეგ შეგრძნება აქვს ყველას ვინც თავის მოკვლაზე ფიქრობს. ოღონდ სხვადასხვა მიზეზები აქვთ და სხვადასხვა გზით მივიდნენ მაქამდე. შენც მაგ ზოგადი განცდიდან უნდა გამოიტანო კონკრეტული დასკვნები, მეტი კონკრეტიკა თუ როგორ და რატომ მიხვედი მაქამდე და ის მიზეზები დაამუშავო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tamuska
Crazy Member
ჯგუფი: Members
tamuska
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3893
წევრი No.: 51629
რეგისტრ.: 16-January 08
#56561125
· 16 Jul 2020, 21:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
NimFadora
ეს ფიქრები მანამდეც გქონდა სანამ შვილი გეყოლებოდა?
--------------------
Многие жалуются на свою внешность, и никто - на мозги )))
ევოლუციის შედეგად ადამიანს მოძვრა კუდი, მაგრამ ქიცინის რეფლექსი მაინც შემორჩა.
Кохання наповнює життя змістом ... а з появою сенсу життя обов'язково з'являється майбутнє ...
ბარტყი კნუტოვიჩ ცინტალაძე :D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
NimFadora
Super Member
ჯგუფი: Registered
NimFadora
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 473
წევრი No.: 257286
რეგისტრ.: 6-June 20
#56562343
· 17 Jul 2020, 00:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
[QUOTE]ერთმანეთთან დაკავშირება სასურველის და რეალურის[/QUOTE]
არამგონია როდესმე ამ ორს შორის კავშირი შედგეს.
[QUOTE]რა უნდა მოკლა შენში ისეთი, რაც უკვე მოძველდა და გამოსაცვლელია, თორემ ჩაგითრევს უფრო მეტად. რაღაცას უნდა გამოემშვიდობო შენში.[/QUOTE]
საქმეც ისაა რომ ვერ ვემშვიდობები რიგი მიზეზების გამო...
[/QUOTE]თუ შენ თვითონ არ დალაგდები, თუ შენ თვითონ არ მოხვედი საკუთარ თავთან ჰარმონიაში[QUOTE]
საქმეც ისაა რომ ვერ ვლაგდები..ღირებულებები უკვე გდავაფასე ,მაგრამ მარტო გადაფასება არაფერს ცვლის თუ არ განახორციელე
[/QUOTE] რა პრობლემა უნდა გადაწყვიტო, ეს წყვეტს მაგ ძალის ნამდვილ რეალიზებას. წინაამღდეგ შემთხვევაში არარეალიზებული ძალაც ანგრევს ადამიანს შიგნიდან.[QUOTE]
ზუსტად მანდ ვარ გაჭედილი....
[/QUOTE] შენც მაგ ზოგადი განცდიდან უნდა გამოიტანო კონკრეტული დასკვნები, მეტი კონკრეტიკა თუ როგორ და რატომ მიხვედი მაქამდე და ის მიზეზები დაამუშავო[QUOTE]
მიზეზებიც ვიცი და უამრავია,მაგრამ მაგ ყველაფრის ცოდნა და გადაფასება არაფერს შველის როცა ვერაფერს ცვლი და თან ეს სიგნიდან განგრევს
* * *
QUOTE
(tamuska @ 16 Jul 2020, 21:33 )
NimFadora
ეს ფიქრები მანამდეც გქონდა სანამ შვილი გეყოლებოდა?
tamuska
არა ,დაახლოებით 3წელია...ბევრმა სტრესმა და მძიმე რეალობამ მიმიყვანა აქამდე,მაგრამ სტრესზე მეტად ოჯახის წევრებმა..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
ლეოპარდი
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 726
წევრი No.: 254204
რეგისტრ.: 12-December 19
#56563356
· 17 Jul 2020, 10:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
NimFadora
QUOTE
საქმეც ისაა რომ ვერ ვემშვიდობები რიგი მიზეზების გამო...
QUOTE
მარტო გადაფასება არაფერს ცვლის თუ არ განახორციელე
QUOTE
მიზეზებიც ვიცი და უამრავია,მაგრამ მაგ ყველაფრის ცოდნა და გადაფასება არაფერს შველის როცა ვერაფერს ცვლი და თან ეს სიგნიდან განგრევს
ამ ყველაფრის მიზეზი ერთია. მოუნელებლობა. ვერ ინელებ, გტკივა იმ ძველთანაც განშორება, იმიტომ რომ გააზრებული გაქვს და მაინც არ ეგუები გადაფასებას. შინაგანად იხარშები ჯერ კიდევ და ოდესმე სტაბილიზაციაც მოვა, მთავარია მთელ ამ პროცესში გამოუსწორებელი არ გააკეთო. ამ საკუთარ თავში ჩახარშვის შემდეგ მოდის ის მდგომარეობა, როცა გგონია რომ შეგრძნებების უნარიც აღარ გაქვს. სინამდვილეში გაქვს, უბრალოდ აქტივაციას მოითხოვს მერე... მარტომაც შეიძლება ეგ პერიოდი გადააგორო, უბრალოდ ძალიან რთულია. და ამიტომ არის საჭირო ვინმესთან საუბარი მაინც, თუ ვერაფერს ვერ მოახერხებს რომ იდეა მოგცეს, მოგისმინოს მაინც და თანაგრძნობა მაინც გამოხატოს. თუ ერთ ადამიანს ვერ ნახულობ ეგეთს გადაანაწილე შენი ემოციები ბევრ ადამიანზე, ვისაც რისი გაგება შეუძლია. საუბრის გარეშეც უბრალოდ ჩადევი რაღაც ემოცია გინდა საქმეში, გინდა ადამიანში უსიტყვოდაც, როგორც მინიმუმ შვებას იძლევა ეს და რაღაც მომენტში შეიძლება ისეთი მუხტი ან შთაგონება მიიღო ვინმესგან, რომ შენივე ხელით სულ დაშალო ბოლომდე ეგ შენი აბურდული მდგომარეობა და ახალი სისტემა შექმნა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
NimFadora
Super Member
ჯგუფი: Registered
NimFadora
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 473
წევრი No.: 257286
რეგისტრ.: 6-June 20
#56563833
· 17 Jul 2020, 12:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ლეოპარდი @ 17 Jul 2020, 10:57 )
ამ ყველაფრის მიზეზი ერთია. მოუნელებლობა. ვერ ინელებ, გტკივა იმ ძველთანაც განშორება, იმიტომ რომ გააზრებული გაქვს და მაინც არ ეგუები გადაფასებას. შინაგანად იხარშები ჯერ კიდევ და ოდესმე სტაბილიზაციაც მოვა, მთავარია მთელ ამ პროცესში გამოუსწორებელი არ გააკეთო. ამ საკუთარ თავში ჩახარშვის შემდეგ მოდის ის მდგომარეობა, როცა გგონია რომ შეგრძნებების უნარიც აღარ გაქვს. სინამდვილეში გაქვს, უბრალოდ აქტივაციას მოითხოვს მერე... მარტომაც შეიძლება ეგ პერიოდი გადააგორო, უბრალოდ ძალიან რთულია. და ამიტომ არის საჭირო ვინმესთან საუბარი მაინც, თუ ვერაფერს ვერ მოახერხებს რომ იდეა მოგცეს, მოგისმინოს მაინც და თანაგრძნობა მაინც გამოხატოს. თუ ერთ ადამიანს ვერ ნახულობ ეგეთს გადაანაწილე შენი ემოციები ბევრ ადამიანზე, ვისაც რისი გაგება შეუძლია. საუბრის გარეშეც უბრალოდ ჩადევი რაღაც ემოცია გინდა საქმეში, გინდა ადამიანში უსიტყვოდაც, როგორც მინიმუმ შვებას იძლევა ეს და რაღაც მომენტში შეიძლება ისეთი მუხტი ან შთაგონება მიიღო ვინმესგან, რომ შენივე ხელით სულ დაშალო ბოლომდე ეგ შენი აბურდული მდგომარეობა და ახალი სისტემა შექმნა.
ეგ ყველაფერი ჩემთვის იგივეა რომ მითხრან კოსმოსში გაფრინდიო...ეს ყველაფერი რომ მოვინელო მაშინ რამდენიმე ადამიანი უნდა გავუშვა ჩემი ცხოვრებიდან დროებით მაინც სანამ ჩემ თავში დავლაგდები..რაც შეუძლებელია...მე რომც მოვინდომო და უკვე მოვინდომე , ისინი არ გამოუშვებენ, ერთხელ რომც მივუხურო კარები ,მეორედ და მესამედ მაინც მოვლენ, ჯიუტად დამიკაკუნებენ და ოჯახს მუდმივად ვერ მიუხურავ კარს, თუნდაც იმიტომ რომ შენც გტკივა ის პროცესი
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფსიქოლოგია
|
იქით
»
Pages:
(84)
« პირველი
...
7
8
[9]
10
11
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0328 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.