ცოტა განსატვირთად

;((((((( რეები ხდება ბლიაჰ
ლოს-ანჯელესში მამაკაცმა კატაფალკი Lincoln Navigator გაიტაცა და ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ცხედართან ერთად რბოლა მოაწყო, რის შემდეგ ავარიაში მოჰყვა. ამის შესახებ Associated Press წერს. მამაკაცი პოლიციამ დააკავა.
გამოცემის ინფორმაციით, გუშინ დილით ჯეიმს ჰაუესმა შავი ავტომობილი გაიტაცა, რომელიც პასადენაში, ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან იყო გაჩერებული. შემდეგ ის ტრასა 110-ზე მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა, მანქანა დაამტვრია და გაიქცა.
ლოს-ანჯელესის შერიფმა სოციალურ ქსელებში მამაკაცს პოლიციისთვის დანებება სთხოვა, რადგან ცხედარი ახლობლებისთვის უნდა დაებრუნებინათ.
მანქანის ადგილმდებარეობის შესახებ სამართალდამცავებს შემთხვევითმა გამვლელმა აუწყა, რომელმაც გზაზე მიტოვებული კატაფალკი შენიშნა.
პოლიციამ გარდაცვლილის ოჯახს ბოდიში მოუხადა და მიუსამძიმრა.