გუშინ დავიწყე და აღფრთოვანებული ვარ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით

ასეთ სიამოვნება კარგა ხანია არ მიმიღია.
ვიზუალიზაცია, ატმოსფერო, უზარმაზარი სამყარო (მისწრება წანწალის და ყველა კუთხე-კუნჭულის გამოკვლევის მოყვარული ჩემნაირი ტიპისთვის), არჩევანის აბსოლუტური თავისუფლება (როცა გინდა, როგორც გინდა და რაც გინდა ის აკეთე), ლამის რეალური აღქმა და შეგრძნებები (ბათქა-ბუთქის და მუშტი-კრივის დროს განსაკუთრებით) - ერთი სიტყვით სრული კომპლექტია იმისთვის რომ ჩაუჯდე და ისიამოვნო.
თან "ჯერ სად ხარ" მომენტია აშკარად

ეს-ესაა დავიწყე და ყველაფერი წინაა.
პ.ს. ეპიკზე ვიყიდე 80% ფასდაკლებით 19,99 დოლარად, სრული კომპლექტი (დელუქს ედიშნ) და მგონი 22 თებერვლამდეა ფასდაკლება, თუ ვინმეს აინტერესებს.
This post has been edited by Tom Brady on 20 Feb 2026, 12:59