ამ თემაში დავწეროთ სხვადასხვა პროფილაქტიკური საშუალებები, რაც დაგვიცავს ვირუსებისაგან
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ძალიან ვარ შეშინებული ამ ვირუსებით.
გასულ წლსაც გაგიზიარეთ და კიდევ ერთხელ დავწერ.
არსებობს უებარი და უიაფესი საშუალება - დინდგელი.
დინდგელის სპირტიანი ექსტრაქტი იყიდება ყველა აფთიაქში, ასევე ტაძრებში მონასტრებში დამზადებული. არის ქართული წარმოების და ძალიან, ძალიან ეფექტური.
ერთადერთი უკუჩვენებაა - ალერგია ფუტკრის პროდუქტებზე. ანუ, არ უნდა იყოთ თაფლზე ალერგიული.
უცხოეთში მოიკითხეთ,, პროპოლისი" ასეთი სახელწოდებით. ყველა ქვეყანაში იყიდება.
შეიძლება შეგხვდეთ წყლიანი ექსტრაქტიც, უფრო უცხოეთში. ანალოგიურად, ეფექტურია ესეც.
აიღეთ საშუალო ზომის პლასტმასის კოვზი, ნახევრამდე შეავსეთ წყლით, დააწვეთეთ 15 - 20 წვეთი და სვით დღეში 2 - 3 ჯერ, ჭამამდე 20 - 30 წუთით ადრე.
თუ სუფთა დინდგელი გაქვთ, შეგიძლიათ პატარა ბურთულა ღეჭოთ დღეში რამდენჯერმე ნახევარ - ნახევარი საათით.
უკონკურენტო პროფილაქტიკა და იმუნიტეტის გასაძლიერებელი საშუალებაა. მოიძიეთ ინტერნეტში, დაგუგლეთ რუსულად, ქართულად, ზღვა ინფორმაციაა.
აგერ ვართ მე და ჩემი შვილი ცოცხალი მაგალითები. წლების წინ ილიასთვის დაგეგმილი გლანდების ოპერაცია გავაუქმე, დინდგელით მოვურჩინე.
როგორც კი შენიშნავთ, რომ გრიპი გხვდებათ, დაიწყეთ დინდგელი, თბილი სითხეები, ალერგიის საწინააღმდეგო ნებისმიერი წამალი, მე პირადად კოლდრექსის ჩაისაც ვსვამ 4 - 6 საათში ერთხელ და ზუსტად 24 საათში კარგად ვხდები.
და ნუ დაელოდებით ავად გახდომას. ვიდრე ავად გახდებით, სვით დინდგელის სპირტიანი ექსტრაქტი. ვირუსლი აღარ შეგხვდებათ, ან თუ შეგხვდებათ, იოლად გადაიტანთ.
სვით ჯანჯაფილის ჩაი, მიიღეთ ლიმონი, ფორთოხალი, თაფლი, მაგრამ ალერგიისგანაც დაიზღვიეთ თავი. მამა - პაპური სუპრასტინი ან ტავეგილი ალერგიულ ფონს გამორიცხავს.
ჯანმრთელობას გისურვებთ!
წყარო:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
https://www.facebook.com/diana.kvitsiani.7/posts/2403774976362898
This post has been edited by metofe on 29 Feb 2020, 14:10