საპატრიარქომ ერთჯერადი და საკუთარი ჭიქების კურთხევა გასცა ზიარებისას:
ჩანჩქერი თქვენა:
https://www.ambebi.ge/article/242069-dasash...hemdgom-sasmel/გიხაროდენ წამებულო ენჯეოშნიკებო...
აი რაც მთავარი ზიანი შეიძლება მოგვადგეს საეკლესიო წესრიგის დაცვისაგან, საერთო ჭიქაზე მეტად მე მგონი რო არის მარხვის დაცვა!
ბოლო ბოლო იმუნიტეტი გვიცავს და დაავადების სიმძიმე-სიმსუბუქეს სწორედ იმუნიტეტი განაპირობებს. მისი დასუსტების დაშვება არ შეიძლება!
მცენარეულ პროდუქტებში არ არის D ვიტამინი, რომლის დეფიციტიც მნიშვნელოვნად ასუსტებს იმუნიტეტს!
სოკოც არ შეიცავს D ვიტამინს, თუ მომყვანმა სპეციალურად ულტრაიისფერით არ დაასხივა სათბურში! როგორ მოიყვანეს ჩვენ სათბურებში კაცმა არ იცის. ზედ არ აწერია...
ხილის წვენები, თუ სპეციალურად არ არის D ვიტამინი დამატებული, ბუნებრივად არ შეიცავს...
D ვიტამინი არის თევზში, კვერცხში, ნატურალურ რძესა და ნატურალური რძის პროდუქტებში. პარაშკოვი მალაკოც შეიცავს, მაგრამ ძაან ცოტას...
ეხლა ცივა და ზაგარსაც ვერ მიიღებ რო ბუნებრივად წარმოიშვას...
მოკლედ D ვიტამინის დეფიციტი სააღდგომო მარხვისას ძლიერდება...
ვიტამინების ყიდვა და ყლაპვაც მარხვის დარღვევაა, რამდენადაც ვიცი ცხოველური პროდუქტია. თანაც ექიმის გარეშე არ გამოვა - D ვიტამინის ოვერდოზა ტოქსიკურია, თან ძაან ტოქსიკური. ანალიზი ლაბორატორიაში ძვირია (30 ლარზე ნაკლები არსად არ არის!) და ექიმის კონსულტაციაც არ არის მუქთი...
იმუნიტეტის დასუსტება ჩვეულებრივ გაცივების, სეზონური გრიპის და ა.შ. სულაც არ არის კარგი, კოვიდ 19 ის ეპიდემიისას კი მითუმეტეს...
ასე რომ უმორჩილესად ვთხოვ მამაობს მარხვა შეასუსტებინონ მოსახლეობას და სამაგიეროდ ლოცვის გაძლიერება მოსთხოვონ. ეს უფრო მნიშვნელოვანია. ენჯეოშნიკები რო ერთჯერად ჭიქებს ითხოვდნენ მაშინ ხო ხმა არ გამიღია, ეხლა გამოვხტი სამგლე გოჭივითა...
კიდევ დამატებით - კორონავირუსი განსაკუთრებით საშიშია და რთულად მიმდინარეობს ადამიანებში, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს - ენდოკრინული, კარდიოვასკულარული და ონკოლოგიური თავისთავად. არ უნდა დაუშვათ ამ დაავადებების გამწვავება და დამძიმება. ონკოლოგია გასაგებია - ქიმიას არავინ გადადებს, მაგრამ ენდოკრინულმა და კარდიოვასკულარულმა პაციენტებმა გეგმიური გამოკვლევები იქნება თუ ექიმთან ვიზიტები არ გადადოთ...
This post has been edited by makvala on 15 Mar 2020, 12:34