
ახალციხის რაიონის სოფელ ზიკილიაში სტალინის გამოსახულებიანი რკინის კონსტრუქცია აღმართეს. სოფელში მერის წარმომადგენელი გრიგოლ ღამბაშიძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავს, რომ მონუმენტი ამ ადგილას ადრეც იდგა, სამი წლის წინ დაზიანდა და სოფლის მცხოვრებლებმა ახლა შეაკეთეს.
ღამბაშიძის თქმით, „სტალინის ძეგლის აღმართვა მოსახლეობის სურვილი იყო“ და ის „ამის წინააღმდეგ ვერ წავიდოდა“.
საქართველოში 2011 წლიდან მოქმედებს თავისუფლების ქარტია. ამ კანონის მიზანია მათ შორის კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა.
თავისუფლების ქარტიის თანახმად, კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკაა ისეთი სიმბოლიკა, რომელიც დაკავშირებულია კომუნისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან და გამოხატავს კომუნისტურ ტოტალიტარულ რეჟიმს.
წყარო: რეგინფო / Reginfo.ge
ისე თავისუფლება, ლიბერალიზმი, დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლებაო და... თუ ადგილობრივი მოსახლეობის სურვილია, რა უფლებით უნდა დავუშალოთ?
ის კანონი იდიოტური კანონია ამ ლოგიკით.
თავისუფლების ქარტიაო და კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის გავრცელების პრევენციაო
არადა
იმ კომუნისტური ტოტალიტარული სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა
იმ კომუნისტური ტოტალიტარული სახელმწიფოს ნაწილის - საქართველოს სსრ-ს ფარგლებში და საზღვრებში ვართ ახლაც დამოუკიდებლები და ასე გვაღიარებს გაეროც და მსოფლიოც.
იმ კომუნისტური ტოტალიტარული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი გვყავდა პრეზიდენტად 2003 წლამდე
იმ კომუნისტური ტოტალიტარული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის და პრეზიდენტის პარტიის ახალგაზრდა წევრები გვყავდა ხელისუფლებაში 2003-2012 წლებში
იმ კომუნისტური ტოტალიტარული სახელმწიფოს მეხოტბეები, ცხადად რუსეთუმეები და ზოგიერთი ყოფილი სსრ მოხელე დღემდე არიან ხელისუფლებაში და საკუთარ თავს ქართულ ოცნებას უწოდებენ
იმ კომუნისტური ტოტალიტარული სახელმწიფოს იდეოლოგიიდან და მენტალიტეტიდან ვერ გამოსულა გურჯისტანის დიადი ერი დღემდე
ამათმა კიდე სტალინის ძეგლები არ უნდა დავდგათო
ტოტალიტარული იდეოლოგია არ გავრცელდესო
მეტი რაღა უნდა გავრცელდეს, საბჭოთა კავშირია დღემდე და იდგეს ბარემ ლენინ-სტალინის ძეგლებიც.
This post has been edited by Perfecto_77 on 1 Mar 2020, 11:57
არა არს დაფარულ...