კორონა ვირუსი!
ვიდეოებზე ტორონტოს და თელ ავივის აეროპორტებია,
პირველი ვიდეო ტორონტო, მეორე და მესამე- თელ ავივ, ფოტოებზე - კადრები თბილისის აეროპორტიდან და საზოგადოებრივი ტრანსოპრტიდან...
ტორონტოს მოსახლეობა
2700000 დაახლოებით,
ისრაელის 9000000, საქართველოს- 3500000!
თბილისში ვირუსით დაავადებული 3 შემთხვევაა ოფიციალურად, 3500000 ზე- 3!
ტორონტოში- 2700000 ზე- 9!
ისრაელში-
9000000 ზე- 12!
ტორონტოში არაკაცი პირბადით, არანაერი შეზღუდვები და აკრძალვები, აეროპორტში კომპიუტერში ავსებ მონაცემებს, კითხვაა: თუ ხარ ჩინეთში და ა. შ. ქვეყნებში ნამყოფი ბოლო ორი კვირის განმავლიბაში, თუ კი - კარანტინი სახლში. სახლამდე კი მიდიხარ შენი სვლით! არც ცალკე გასასვლელით არავის გაჰყავხარ და არც "ჩორნი ხოდებით" გაცილებს სკაფანდრიანი მედპერსონალი!
მოვიარე ნიაგარას ჩანჩქერები, მონტრეოლი, ტორონტო, მუზეუმები, ჩაინა ტაუნი, NBA - ის ჩემპიონატი კალათბურთის!
სიმშვიდე!
არანაერი პირბადე და აკრძალვა!
არც ჯანდაცვის მინისტრს არავინ აგინებს!
ისრაელის აეროპორტში კომპიუტერშიც არ შეგყავს მონაცემები, კაპიტანი აცხადებს დაჯდომისას: თუ ბოლო ორი კვირის განმავლობაში იყავით კორონავირუსის ზონის ქვეყნებში დაუკავშირდით კორონავირუსის ცხელ ხაზს.
არც სიცხეს არავინ გიზომავს და არც არაფერს გეკითხებიან, სულ ჭლექიანივით რომ ახველო!
კორონავირუსის ცხელი ხაზი კი ცალკე ისტორიაა!
ექიმთან ვერ მიხვალ, კორონას სიმპტომები თუ გაქვს რეკავ კორონას ცხელ ხაზზე და იქ იღებ რეკომენდაციებს.
პროტოკოლის შეკითხვები საერთაშორისოა: რას გრძნობთ, რამდენი სიცხე და ასე შემდეგ..
9 მილიონ მოსახლეობაზე ჯერ 12 ავადმყოფია.
კარანტინში კი ბევრნი და იმყოფებიან მდგომარეობის მიხედვით ზოგი შინა კარანტინში, ზოგიც კი საავადმყოფოს ეზოში წამოჭიმულ კარვებში და არა 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში.
არც ერთ ქვეყანაში : არც ამერიკაში, არც კანადაში და არც ისრაელში არავინ არ რეცხავს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, არც მეტროს კედლებს!
არსად ისე არ გხვდებიან ეპიდემიის გავრცელების საწინააღმდეგო ესოდენ დაცული პროტოკოლით როგორც საქართველოში!
არსად ასეთი მობილიზება არაა!
არ მითხრათ ახლა ნუ ადარებ საქართველოს "უბადრუკ" და "საცოდავ" ჯანდაცვას, ისრაელს და კანადასო!
ვადარებ!!!!
დიახ, ვადარებ!
ჯერ მხოლოდ რაც გითხარით ის კმარა, მეორეც და , აი, არასდროს დამიწერია, ახლა კი დავწერ: 2019 წლის ივნისის აქციის დაზარალებულებთან ახლად დანიშნულმა ჯანდაცვის მინისტრმა ისრაელიდან გამოიძახა ერთ ერთი ყველაზე საუკეთესო ნეიროქირურგი, ადამიანი , რომელსაც თავის დროზე ისრაელის სახელმწიფომ რამალაში (პალესტინა) აუშენა კლინიკა, რომელიც ზუსტად ასეთ დაზიანების ავადმყოფებს კურნავდა.
ამ ექიმს თან ვახლდი მე. მოვინახულეთ ავადმყოფები, ჩატარდა კონსულტაციები. კითხვაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ ავადმყოფებისთვის, ნეიროქირურგის პასუხი ასეთი იყო:
ყველაფერი უმაღლეს დონეზეა ჩატარებულო, პირველადი დახმარება, ოპერაციები და მკურნალიბა მიდის ზუსტად იმ დონეზე , როგორც ისრაელში და ამერიკაში გავაკეთებდით!
.. მე როგორ გავიმართე წელში თქვენ ხომ აზრზე არ ხართ!
ჩვენ ერთად ჩავფრინდით თბილისში და ერთად დავბრუნდით ისრაელში. ექიმმა ჩემთან საუბარში დაამატა, რომ ის ხშირად დადის გამოძახებებზე რუსეთის სხვადასხვა ქვეყნებში: თავად მოსკოვში, კაზახრსტანში, უზბეკისტანში, უკრაინაში და ასეთი პროფესიონალუზმი რაც ქართველ ექიმებში დახვდა და ის უშუალო ჩართულობა , რასაც ჯანდაცვის მინისტრი იჩენდა, მას არსად არ უნახავს!
პროფესორმა ხაზი გაუსვა ჯანდაცვის მინისტრის სწორ და პროფესიონალურ მიდგომას საკითხთან, სწორად დასმულ კითხვებს, მინისტრის სწრაფ აზროვნებას, რომელიც მის სიჩუმეში , მოკრძალებულობასა და დარბაისლობაში საოცრად იყო შერწყმული. .
მე ვუთხარი, რომ სულ რამდენიმე დღის დანიშნულია მინისტრი. გაეღიმა და მითხრა:
מים שקטים חודרים עמוק !
წყნარი წყალი ღრმა არისო- ანდაზაა ასეთი ებრაული, თუ დააცლიან კარგი იქნებაო. (ჩამქოლეთ ახლა, ვიცი არ მოგეწონებათ, ფაქტია!)
....
ვუყურებ შორიდან და გული მტკივა, ტურიზმი ჩაწვა! ქვეყნიდან გარეთ ხმა გამოვიდა ძალიან ცუდი, რომ არ ვვარგივართ..
ტურისტები და ინვესტორები აუქმებენ ბილეთებს.. აზრი?
კი, ვიცი, იტყვით, დაუცველობის შეგრძნება გვაქვსო, ინფექციურის სტანდარტებიო, კარანტინის სტანდარტებიო. დამიჯერეთ, ბევრ განვითარებულ ქვეყნებზე მაღალ სტანდარტებზეა საქართველო!
შიში კი..
მეც მეშინია!!!
მაგრამ...
მოდით რა დავთვალოთ რამდენი ადამიანი შეეწირა და ეწირება ავტოკატასტროფებს წლიურად?
რამდენი ალკოჰოლს?
რამდენი წამალს?
სად ხართ ჟურნალისტები მაგ დროს?
რატომ არ თხრით პირში მიკროფონებს იმ ნარკომანებს, ლოთებს ერთ ჭიქა ღვინოში და ერთ ტაბლეტში ადამიანის სიცოცხლეს რომ წირავენ?
რამდენმმა ქმარმა მოკლა ცოლი?
კორონა ვირუსის გეშინიათ?
საკუთარი თავები გავისწოროთ! საკუთარი!
მადლობა ჯანდაცვის მინისტრს, ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს, მადლობა ექიმებს!
ჯანდაცვის სამინისტრომ პროფესიონალიზმის მასტერკლასი ჩაგვიტარა!
ბრავო!
https://www.facebook.com/anna.kol.96/posts/1326511394203598დანარჩენები იხილეთ ლინკზე.
ბონუსად ამასაც დავედბ ბარემ
https://www.interpressnews.ge/ka/article/58...ormacia-miacodaლიბერთი-ბანკის ქმედებები და მიღებული ზეომები კორონადან გამოდინარე
პს
ბევრი რამ აქვთ საგინებელი ქოცებს, მაგრამ კორონასთან ბრძოლაში საოცარ მობილიზებას ახდენენ, და ამას ვერ დავუკარგავთ