#56207343 · 25 Apr 2020, 12:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მარინა ეზუგბაია განმარტავს, რატომ მოიმატა ერთ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობამ 25-ით 10:33 / 25-04-2020 მარინა ეზუგბაია განმარტავს, რატომ მოიმატა ერთ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობამ 25-ით ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია განმრტავს, რატომ მოიმატა ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 25-ით.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს იმიტომ მოხდა, რომ გუშინ ქვეყანაში ძალიან დიდი რაოდენობით კვლევა ჩატარდა და ეს ციფრი აგრესიული ტესტირებისა და ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევის შედეგია.
"გუშინდელიდან დღემდე დაგვემატა 25 ახალი შემთხვევა და მინდა განვმარტო, ეს რას ნიშნავს. გუშინ ჩატარდა ძალიან დიდი რაოდენობით კვლევა ქვეყნის მთელი მასშტაბით. ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლიუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა. ერთდროულად იყო ჩატარებული მნიშნელოვნად დიდი რაოდენობის კვლევა, წინა დღეებთან შედარებით. ეს 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა ასეთი ჯამური მონაცემის შედეგია. იმედია, შემდგომ დღეებში ასეთი აგრესიული ტესტირების გარეშე ჩატარდება კვლევები და ასეთი შედეგები არ იქნება" - აღნიშნა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 456-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
აგინებ მერე და მოგვარდებიან გმირიაო ამ აფერისტი და ყველაფერზე წამსვლელი ქალის ხელშია დღეს ქვეყანა
--------------------
გამპრავებლებო ყველა ქვეყნისავ შეგეცით!
ფაციფუცში ნარმანია გაგვეპარა თან კარგ თანამდებობაზე
|