ქალაქ თელავში, ღამით უსაფრთხოდ მგზავრობისთვის, ქალებს ტრანსპორტის ხარჯებს ნაწილობრივ დაუფინანსებენ. თელავის მერიის გადაწყვეტილებით, ღამის საათებში ტაქსით მგზავრობისას ქალები ხარჯების ნაწილობრივ კომპენსაციას მიიღებენ.
ფასდაკლების გამოყენება 2020 წლის 1-ლი მარტიდანაა შესაძლებელი.
„ღამით ქუჩებში ყველა ქალი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. არ აქვს მნიშვნელობა, ისინი ფეხით ბრუნდებიან და თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ზოგიერთისთვის ტაქსი საკმაოდ ძვირი ღირს და მოქალაქეები სახლში დარჩენას ამჯობინებენ“, – ნათქვამია თელავის მერიის განცხადებაში.
ნებისმიერ ქალს, მათ შორის უცხოელებს, შეუძლია დაუკავშირდეს მერიის საინფორმაციო ცენტრს ან საჯარო მომსახურების ცენტრებს და მოითხოვოს სპეციალური კუპონი. ერთდროულად სამი კუპონის მიღება არის შესაძლებელი, ერთი მგზავრობისთვის კი ერთის გამოყენება.
ფასდაკლება 22:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე მხოლოდ სახლის, სასტუმროს ან ჰოსტელის მიმართულებით მოქმედებს. კლუბებსა და რესტორნებში გასამგზავრებლად კუპონები არ იმოქმედებს.
ხარჯების დასაფარად, თელავის მერიამ ნახევარი მილიონი ლარი გამოყო. პროგრამა თავდაპირველად ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებს, გამართლების შემთხვევაში კი გაგრძელდება.
ანალოგიური პროგრამა, სავარაუდოდ, კახეთის კიდევ ორ ქალაქში, ახმეტაში და ყვარელში იმოქმედებს.
https://www.facebook.com/TelaviCityHall/დიდი ნემსი რომ გავუკეთოთ არ შეიძლება? ცხვარში ვერ წავსულვარ და ქალები მარტო ვერ დამიტოვნია ამ კახელების გადამკიდე
Adam_Beyer -კარგით ნუ გვაყვედრით ამ სროლებს, თუ მართლა რამე გაქვთ გაკეთებული არავინ არ გავალდებულებდათ, უბრალოდ ალბათ მართლა ქვეყნის გამო აკეთებდით